მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

Samsung-ის ფლაგმანური სმარტფონების სერიაზე Galaxy S9-ზე Android 9 Pie ოპერაციული სისტემა გამოჩნდა

Geekbench-ის ტესტებში Samsung-ის ყველაზე პოპულარულ ფლაგმანურ სმარტფონზე Galaxy S9+-ზე უკვე გამოჩნდა Android 9 Pie ოპერაციული სისტემა, შესაბამისად ძალიან მალე Samsung-ისგან უნდა ველოდოთ სიახლეებს. რადგან სისტემურ განახლებებს Samsung-ი ხშირ შემთხვევაში აგვიანებდა და მომხმარებლებისგან უამრავი კრიტიკაც მიუღია ამ მიზეზით, კონკურენციის გათვალისწინებით მოუწევს იზრუნოს სმარტფონებზე სწრაფი სისტემური განახლებების მხრივ.

მინდა ავღნიშნო, რომ მიუხედავად ნელი სისტემური განახლებებისა, Samsung-ი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო Android სმარტფონია, რომელიც ყოველთვიურად უშვებს უსაფრთხოების განახლებებს და აქვს KNOX უსაფრთხოების სისტემა.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close