მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

Samsung-ი მსოფლიოში პირველ 4 მთავარ კამერიან 48 მეგაპიქსელიან სმარტფონს გამოუშვებს

11 ოქტომბერს Samsung-ი Galaxy A სერიის ახალ თაობას წარმოდგვიდგენს, მათ შორის იქნება 3 კამერიანი Galaxy A7 (2019) და  4 კამერიანი Galaxy A9 (2019). როგორც ჩანს კონკურენცია იგრძნო Samsung-მაც და ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში ინვესტიციების განხორციელებაც დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ სმარტფონების ბაზარზე Samsung-ი ტრენდის შექმნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბრენდია, გასულ წლების განმავლობაში თითქოს შეწყვიტა რბოლა სხვადასხვა ტექნოლოგიების გაუმჯობესებაში და სხვა ბრენდებს კონკურენტად არ თვლიდა, თუმცა რადგან ბაზარზე ჩინურმა ბრენდებმა ფესვები გაიდგეს, Samsung-ს მოუწევს დაფიქრდეს როგორ შეინარჩუნოს პირველობა.

კონკურენცია დროებით რომ დავივიწყოთ, Galaxy A9-ის შესახებ რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი გავრცელდა, რაც საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება. მის შემადგენლობაში 4 მთავარ კამერას შევხდებით, საიდანაც ერთი 48 მეგაპიქსელიანი იქნება, ერთს 4X ოპტიკური ზუმის შესაძლებლობა ექნება, ოთხივე კამერას ოპტიკური სტაბილიზაცია ექნება და ასევე შეეძლებათ 4K ვიდეოს გადაღებაც. სავარაუდოთ აქ Qualcomm-ის ფლაგმანური დონის ჩიფსეტს ვიხილავთ, რადგან Galaxy A9 იქმნება ჩინურ ბრენდებთან საბრძოლველად და Samsung-ი მთელს ინოვაციურ ტექნოლოგიებს A სერიის სმარტფონებში ჩადებას შეეცდება, ხოლო S სერია დარჩება ფლაგმანურ სმარტფონად, რომელშიც ყველაფერს გაუმჯობესებული სახით ვიხილავთ. მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ A9-ს 6.4 დიუმიანი ეკრანი და 4 სპიკერი ექნება, შესაძლოა ვიხილოთ სრულიად უჩაჩოო დიზაინიც ამოსაწევი წინა კამერით.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close