მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

Samsung-ი ცვლის სმარტფონების დასახელების სტრატეგიას და Galaxy S10-ის შემდეგ Galaxy S20-ს ვიხილავთ

ბოლო პერიოდში Huawei რამდენჯერმე გახდა სმარტფონების სამყაროში ტრენდის საწყისი, მათ შორის უცნაური სვლა იყო P10-ის შემდეგ P20 სერიის სმარტფონების გამოშვება, როგორც ჩანს Samsung-ს მოეწონა იდეა, შესაბამისად Galaxy S10-ის შემდეგ ვეღარ ვიხილავთ Galaxy S11-ს ან Galaxy A13-ს.

სმარტფონების სახელების სტრატეგიიც ცვლილება “S” სერიასთან ერთად “A” სერიაშიც ვიხილავთ. ერთი კალენდარული წლის განმავლობაში ჩვენ ვიხილავთ Galaxy A10, A30, A50, A70 და A90-ის დასახელებით სმარტფონებს, საიდანაც A90 ფლაგმანური დონის იქნება. რაც შეეხება “S” სერიას, 2019 წელს ვიხილავთ Galaxy S10-ს, ხოლო ერთი წლის შემდეგ მოგვევლინება Galaxy S20.

შესაძლოა გაუქმდეს “Note” სერია, რადგან Samsung-ი “S” სერიაში ამატებს ახალ ვერსიას, რომელსაც თებერვალში ვიხილავთ და შესაძლოა S10 Note-ის სახელით წარსდგეს.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შესაძლოა დაგაინტერესოთ!

Close
Close