მთავარისიახლეები

Samsung-ი წელს წარმოგვიდგენს მსოფლიოში პირველ სმარტფონს 4 მთავარი კამერით

რამდენიმე კვირის წინ ინსაიდერები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ წელს ვიხილავდით სმარტფონს, რომელსაც 4 მთავარი კამერა ექნებოდა, თუმცა ეს არ იქნებოდა Huawei, მაგრამ შესაძლოა ყოფილიყო Nokia, ამ უკანასკნელმა კი ოფიციალური მონახასი გაგვიზიარა, სადაც თავის ფლაგმანურ სმარტფონზე 5 მთავარი კამერა არის.

დღეს ინსაიდერებმა, რომლებიც 100 პროცენტით კორექტულები არიან, გაავრცელეს ინფორმაცია, რომ Samsung-ი 2018 წელს გამოუშვებს სმარტფონს, რომელსაც 4 მთავარი კამერა ექნება, თუმცა ეს არც Galaxy S10 არის და არც Galaxy F. რადგან რაიმე სახის ფლაგმანურ სმარტფონთან არ გვაქვს საქმე, შესაძლოა ვიხილოთ ახალი კამერაფონების სერია ან Galaxy A9 (2019) ოთხი მთავარი კამერით

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close