ბლოგიმთავარიმობილური სამყაროსიახლეები

Samsung-ი DSLR ფოტოს გამოყენებაში ისევ ამხილეს!

მოგეხსენებათ, რომ ბევრისთვის სმარტფონის კამერამ ჩაანაცვლა DSLR პროფესიონალური აპარატები. თუმცა რეალურად, უმეტესი ტელეფონების კამერის ხარისხი ახლოსაც ვერ მივა DSLR-ის დონემდე. დღესდღეობით, უკვე ბევრი კომპანია მიმართავს ხრიკს, რომელიც მათ სარეკლამო რგოლში ფარულად DSLR ფოტოაპარატის გამოყენებას გულისხმობს, ნაცვლად საკუთარი ტელეფონის კამერისა.

ამგვარ ქმედებაში ტექ გიგანტი კომპანია Samsung-იც გამოაშკარავეს. მწერალმა და ფოტოგრაფმა Dunja Djudjic-მა განაცხადა, რომ Samsung Malaysia-მ სარეკლამო რგოლში Galaxy A8 Star-ის პორტრეტ რეჟიმის შესაძლებლობების სადემონსტრაციოდ მისი გადაღებული ფოტოები გამოიყენა. შეგახსენებთ, რომ კომპანიამ აღნიშნული მოდელი ამავე წლის ზაფხულში შემოგვთავაზა.

Samsung-მა Dunja-ს ფოტოს რედაქტირება გაუკეთა Galaxy A8 Star-ის გვერდზე ასატვირთად. ფოტოგრაფმა ისიც აღნიშნა, რომ აგვისტოში Samsung Brazil-მა და Huawei-მ ანალოგიური ქმედება ჩაიდინეს. ახლანდელ შემთხვევაზე ტექ გიგანტმა კომენტარი გააკეთა, რომ მათ მიერ გამოყენებული ფოტო იმიტირებული იყო დემო მიზნებისთვის.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close