მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

Samsung-ი Xperia XZ3 Premium-ის და Galaxy Note 10-ისთვის 4K OLED ეკრანს ამზადებს

უკვე 4 წელია Sony არის ერთადერთი ბრენდი, რომელიც 4K რეზოლუციის ეკრანის მქონე სმარტფონებს გვთავაზობს LCD ეკრანებით, თუმცა დადგა დრო და ბაზარზე OLED ეკრანების მოთხოვნა გაჩნდა, რის გამოც Sony-მ გადაწყვიტა თავის უახლეს ფლაგმანურ სმარტფონში Xperia XZ3-ში QHD+ რეზოლუციის ეკრანი დაეყენებინა და საუკეთესო ეკრანის მქონე სმარტფონადაც დასახელდა.

რადგან Sony-ს OLED ტიპის სმარტფონისთვის განკუთვნილი ეკრანები კომერციულად 2020 წლამდე არ ჩაეშვება, მანამდე მოუწევს სხვა პარტნიორ ბრენდთან ითანამშომლოს და ახალ PREMIUM სერიის 4K ფლაგმანურ სმარტფონზე Samsung-ის 6.4 დიუმიანი 4K OLED ეკრანი იქნება შემოთავაზებული, რომელსც ასევე ვიხილავთ Galaxy Note 10-ზეც.  Samsung-ს და Sony-ს შორის კონტრაქტი უკვე გაფორმებულია. თუმცა Sony-ს 4K OLED სმარტფონი ნახევარი წლით ადრე გამოვა.

Samsung-თან  4K OLED ეკრანებზე კონტრაქტი ასევე გააფორმა Oppo-მ, Vivo-მ და Huawei-მ.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close