მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

Samsung Galaxy A9 – ფლაგმანური და საშუალო კლასის შერწყმა

სამსუნგმა უკვე დიდი ხანია დაიმკვიდრა  ლიდერის პოზიცია ფლაგმანურ სმარტფონთა ბაზარზე, თუმცა ტენდენცია იცვლება და რავალკამერიანი სისტემის მქონე სმარტფონებისადმი საზოგადოების ინტერესი სულ უფრო იმატებს.  მიუხედავად ძლიერი ფლაგმანებისა, სამსუნგის ბიუჯეტური სმარტფონები ნაკლებად კონკურენტუნარიანი იყო 2018 წლამდე, სანამ Galaxy A7-ის სახით კომპანია მომხმარებელს სრულიად ახალ შესაძლებლობებს შესთავაზებდა. როგორც ჩანს სამსუნგი გაჩერებას აღარ აპირებს და მრავალ კამერიანი სისტემის მაღალ კლასში დანერგვასაც  ისახავს მიზნად, ხოლო ამ მიზნის მიღწევის გზები ნამდვილად სწორადაა შერჩეული, რადგან პირველი სამკამერიანი საშუალო კლასის Galaxy A7-ის, 2 კამერიანი Galaxy Note8-ისა და Galaxy S9+-ის შემდეგ, ბაზარზე ჩნდება მსოფლიოში პირველი, ოთხკამერიანი სმარტფონი. დიახ, არ მოგეჩვენათ, Galaxy A9-ის სისტემა 1 ძირითადი და 3 დამხმარე კამერის სახით არის წარმოდგენილი, რის გამოც საზოგადოებამ ის გამოსვლამდე შერაცხა ე.წ. ინსტაგრამის ტელეფონად.

გასაკვირი არაა, რომ ტელეფონში ყველაზე საინტერესო სწორედ მისი 4 კამერიანი სისტემაა, თუმცა მის განხილვამდე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, როგორც სმარტფონის დახვეწილი დიზაინი, ასევე მისი საკმაოდ მძლავრი ტექნიკური მახასიათებლები.

მისი ვიზუალით გამოწვეული პირველი შთაბეჭდილება უდაოდ დადებითია. მეტალის კორპუსი,  მცირე ზომის ჩარჩო, მინის წინა და უკანა პანელი, 162.5 x 77 x 7.8 მმ პარამეტრები, ლურჯი, ვარდისფერი და შავი შეფერილობა, 2 სიმბარათი (განცალკევებული სლოტებით) და ეს ყველაფერი 6.3 ინჩიანი ეკრანის კვალობაზე, რომლითაც Galaxy A9, Galaxy Note9-ზე გრძელი და განიერია. მიუხედავად მისი ზომისა ტელეფონი სულ რაღაც 183 გრამს იწონის, რაც იმას ნიშნავს რომ მისი გამოყენებისას არაკომფორტულობის შეგრძნება მინიმუმამდე არის დაყვანილი. რა თქმა უნდა სმარტფონის მოხმარებისას დისკომფორტს მხოლოდ მისი წონა ან ზომა არ იწვევს, რაც სამსუნგმა გაითვალისწინა და წარმოგვიდგინა თითის ბიომეტრიული სკანერი უკანა პანელის ცენტრში, თუმცა მის განბლოკვა პინკოდით და სახის ამომცნობი სენსორითაც არის შესაძლებელი.   ხმის მარეგულირებელი და განბლოკვის ღილაკები მარჯვენა  პანელზე განგლაგდა. ასევე ძალიან სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ სამსუნგი ზრუნავს

თეგები

ნოდარ სიხარულიძე

ჩემთვის მნიშვნელოვანია მკითხველს მივაწოდო ობიექტური ინფორმაცია და შევთავაზო საუკეთესო კონტენტი. ვცდილობ მაქსიმალურად სწრაფად და ხარისხიანად მოგაწოდოთ ინფორმაციები ტექნოლოგიური სამყაროდან და ამ მოტივაციის ყველაზე დიდი მიზეზი ისევ მკითხველის დიდი ინტერესია!

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close