მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

Samsung Galaxy A9 (2018) ოფიციალურად გამოვიდა: მსოფლიოში პირველი სმარტფონი 4 მთავარი კამერით

Samsung-მა საშუალო კლასის პრემიუმ სმარტფონების კიდევ ერთი წარმომადგენელი Galaxy A9 (2018) ოფიციალურად გამოუშვა და ის მსოფლიოში პირველი სმარტფონია 4 მთავარი კამერით. მის შემადგენლობაში ასევე გვხდება 6.3 დიუმიანი Super AMOLED ეკრანი, Snapdragon 660-ს ჩიფსეტი, 6 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, 128 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერება, 24 მეგაპიქსელიანი წინა კამერა და 3800 მილიამპერიანი ბატარეა.

Galaxy A9 (2018)-ის მთავარი ღირსება მისი ოთხმაგი კამერის სისტემაა, საიდანაც 24 მეგაპიქსელიანი სენსორი წარმოდგენილია სტანდარტული ხედვის კუთხის F1.7 დიაფრაგმიანი ლინზებით, მეორე 10 მეგაპიქსელიანი კამერა 2X ოპტიკური ზუმისთვის გამოიყენება და F2.4 დიაფრაგმიანი ლინზებით არის წარმოდგენილი, მესამე 8 მეგაპიქსელიანი კამერა კვლავ F2.4 დიაფრაგმიანი ლინზებით 120 გრადუსიან ხედვის კუთხეს გვთავაზობს, ხოლო მეოთხე 5 მეგაპიქსელიანი F2.2 დიაფრაგმიანი ლინზების მქონე კამერა მთავარი კამერის დამხმარედ გვევლინება, რომელიც ბლარის ეფექტს ქმნის ობიექტის უკანა ფონზე.

 

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close