განხილვებიმთავარიმობილური სამყაროსიახლეებიტექსტური

Samsung Galaxy Note 9-ის დეტალური განხილვა: სმარტფონების სამყაროს წლის მთავარი მონსტრი!

Samsung-ის უნიკალურ და უკონკურენტო სმარტფონების “Note” სერიის ახალ წარმომადგენელს Galaxy Note 9-ს ტექნოლოგიურ სამყაროში ყველა მოუთმენლად ელოდა და ეს დღეც დადგა. მასშტაბური ღონისძიების და ტექნოლოგიური მახასიათებლების მიმოხილვის შემდეგ Vortex.ge წარმოგიდგენთ მის სრულყოფილ ტექსტურ განხილვას, სადაც კატეგორიების მიხედვით ერთად გავიგებთ რა ხდება მასში და ერთად გავაკეთებთ დასკვნას, არის თუ არა ღირსეული ფლაგმანური სმარტფონი და შეგვიძლია თუ არა ვუწოდოთ წლის მთავარი მონსტრი!.

სანამ უშუალოდ განხილვაზე გადავალ, მინდა ყურადღება გავამახვილო მნიშვნელოვან დეტალზე, რომელიც გულისხმობს Note 9-ის შეძენას ჰოლოგრამით. ჩვენი რეკომენდაციით სასურველია Samsung-ის სმარტფონები შეიძინოთ ჰოლოგრამით Samsung-ის პარტნიორ მაღაზიებში: ალტაოქეში, სმაილში, ელიტ-ელექტრონიქსში, გალაქსიში, მეტრომარტში და მაგთიში.

დიზაინი

Galaxy Note 9 იმეორებს უჩარჩოო დიზაინის ფორმებს. წინა პანელზე 6.4 დიუმიანი 18.5:9 ფორმატიანი ეკრანი ქვდება QHD რეზოლუციით, რომელიც კორპუსის 84%-ზე არის გადაჭიმული, შესაბამისად სმარტფონი კომფორტული, კომპაქტიური და სასიამოვნოა მოხმარების დროს, მიუხედავად მისი ეკრანის ზომისა.

სასიამოვნო დეტალია ისიც, რომ Note 9-ში არ გვხდება ტრენდული ე.წ. კამერის ჭრილი და Samsung-მა თავისი სტილი შეინარჩუნა. ეკრანის ზემოთა ნაწილიში წინა კამერა, მეორე დინამიკი და თვალის ბიომეტრიული სკანერია განთავსებული.

Samsung-მა სასიამოვნო გადაწყვეტილება მიიღო და ლურჯ ფერის Note 9-ს განსხვავებული ფერის “სტილუსი”(ე.წ. ელექტრონული კალამი) შეუსაბამა, რაც უცნაურსაც და ამასთანავე ძალიან მიმზიდველს ხდის. განსხვავებული ფერების დეტალები ისედაც განსხვავებული სმარტფონს მას კიდევ უფრო განსხვავებულს ხდის.

Note 9-ის ქვემოთა ნაწილში შენარჩუნებულია 3.5 მილიმეტრიანი აუდიო ჯეკი, რაც სხვა ბრენდის ფლაგმანურ სმარტფონებში უკვე იშვიათად გვხდება. აქვე ვხდებით USB Type C პორტს, მიკროფოს, მთავარ დინამიკს და სტილუსისთვის განკუთვნის პორტს. ამ უკანასკნელს “ჯადოსნური ჯოხიც” შეგვიძლია ვუწოდოთ, რადგან მან წერის და ხატვის გარდა შეითავსა ფუნქციები, რომელიც აცულებლად გამოადგება სტუდენტებს, ბიზნესმენებს ან ნებისმერ ადამიანს.

Samsung-მა Galaxy Note 9-ში წარმოგვიდგინა ახალი თაობის ელექტრონული კალამი ახალი თაობის Bluetooth კონტროლერით და სუპერ მგრძნოებიარე სენსორით. სტილუსით თქვენ უკვე შეძლებთ კამერის აპლიკაციის გამოყენებას, სლაიდერის მართვას, DeX-ის კონტროლს და Bixby-ს გამოყენებას.

მიუხედავად იმისა, რომ სმარტფონი ორ ვარიანტად არის წარმოდგენილი, 128 და 512 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერების ვარიანტებით, აქ ჩვენ მაინც გვხდება მეხსიერების ბარათის სლოტი მაქსიმალური 512 გიგაბაიტის მხარდაჭერით, რაც საშუალებას მოგვცემს ჯამში 1 ტერაბაიტამდე გავზარდოთ მეხსიერება. იმ შემთხვევაში თუ მეხსიერების გაზრდა თქვენთვის არ წარმოადგენს მნიშვნელოვა ფაქტორს, შეგიძლიათ ორმაგ ბარათის სლოტში ორივეში სიმ-ბარათი მოათავსოთ.

Galaxy Note 9-ში Samsung-მა კიდევ ერთი მომხმარებლებისთვის პრაქტიკული გადაწყვეტილება მიიღო და თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი კამერების ქვემოთ ჩამოიტანა, რაც ნამდვილად მოსახერხებელია და მისი მუშაობის პროცესიც ასწრაფებული გახლავთ.

პერფომანსი

ჩემი დამოკიდებულება სმარტფონის სტაბილურად მუშაობაში ძალიან მგრძნობიარეა და Galaxy S9-მდე ვთვლიდი, რომ ამ კატეგორიაში Samsung-ს პრობლემები ჰქონდა, თუმცა Galaxy Note 9-ში ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა(ჯერ კიდევ Galaxy S9-შიც). სისტემა უფრო სწრაფი გახდა, არ შეინიშნება ხარვეზები, თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერიც ასწრაფდა და საერთო ჯამში მივიღეთ დახვეწილი სმარტფონი გაუმჯობესებული პერფომანსით. აღნიშნულ სმარტფონში გვხდება Exynos 9810-ის ჩიფსეტი 6 გიგაბაიტიანი LPDDR4 ოპერატიული მეხსიერებით

Geekbench-ების მიხედვით Galaxy Note 9 ყველაზე მძლავრი სმარტფონია  Android სმარტფონების სამყაროში, მან ერთი ბირთვის ტესტში აიღო 3752 ქულა და მულტი ბირთვში 9077. შეგახსენებთ, რომ Geekbench-ის ქულებით ფასდება მხოლოდ ცენტრალური პროცესორის ბირთვების სიმძლავრე და არ ეხება გრაფიკულ პროცესორს.

 

Antutu ტესტით მიხედვით სმარტფონმა 246000-ზე მეტი ქულა აიღო. ეს არის ტესტი, სადაც მთლიანად ფასდება ჩიფსეტი ქულების მიხედვით. აღნიშნული ქულით შეგვიძლია თანაბრად ვთქვათ, რომ საერთო ჯამში Galaxy Note-ის პერფომანსი იდენტურია სხვა ფლაგმანური სმარტფონების, რომლებიც წარმოდგენილნი არიან Apple A11-ის და Snapdragon 845-ის ჩიფსეტებით.

 

სმარტფონის შემადგენლობაშია გიგანტური ბატარეა, რომლის სიმძლავრე განისაზღვრება 4000 მილიამპერით საათში, რაც ფლაგმანურ სმარტფონებში იშვიათობაა და ეს არ არის მხოლოდ ციფრები. სმარტფონი პირადი მოხმარებისთვის გამოვიყენე და სრული დატვირთვის ეკრან ანთებული რეჟიმით გაძლო 8 საათი და 9 წუთი, მაშინ, როდესაც 20 პროცენტი ენერგია კიდევ იყო დარჩენილი. ამ დროის განმავლობაში სრული დატვირთვით ვამუშავე კამერა და “ბრაუზერი”, ასევე აქტიურ რეჟიმში ვიყენებდი Youtube-საც. Note 9-ის გამოყენებას საშუალო მოხმარების შემთხვევაში 2 სრული დღე თავისუფლად შეძლებთ.

Antutu და Geekbench ტესტების შემდეგ, სადაც სმარტფონი სრული დატვირთვით მუშაობს, ბატარეა მხოლოდ 28 გრადუსამდე გათბა, რაც იდეალური შედეგია. კორპუსი გრილი და სასიამოვნოა. სმარტფონს ტემპერატურის შენარჩუნებაში თერმული გაგრილების სისტემა ეხმარება, რომელიც სიახლის სახით Samsung-მა Note 9-ში წარმოგვიდგინა.

სამომხმარებლო ინტერფეისი

Note 9-ში Android 8.1 ოპერაციული სისტემა არის წარმოდგენილი, აპლიკაციების და პარამეტრების დიზაინი თითქოს არ შეცვლილა, იდენტური დიზაინით არის წარმოდგენილი, როგორიც გვხდებოდა წინა თაობის ფლაგმანურ სმარტფონზე. მენიუც სლაიდით შეგიძლიათ ამოწიოთ ან ჩამოწიოთ. შეტყობინებების პანელის ჩამოშლაც ზემოდან ხდება, საიდანაც მარტივად შეძლებთ ნებისმიერი ფუნქციის ჩართვას ან გამორთვას

  

ქარხნულად, როცა სმარტფონს ყუთიდან ამოიღებთ, ეკრანის რეზოლუციის პარამეტრები FHD+ზე არის დაყენებული, თუმცა პარამეტრების მენიუდან მარტივად შეძლებთ გადაიყვანოთ HD+ზე და QHD+-ზე საჭიროების შემთხვევაში ან სურვილის შემთხვევაში.

 

სმარტფონში მარტივად შეგიძლიათ შეცვალოთ ეკრანზე გამოსახული ფოტო, მთლიანად ინტერფეისის დიზაინი და აპლიკაციების დიზიანი. Samsung-ს ამისთვის აქვს სპეციალაური მარკეტი, სადანაც გადმოწერთ იმ კონკრეტულ ფოტოს, აიკონის დიზიანს ან მთლიანი მენიუს დიზიანს, რომელიც თქვენთვის სასურველი იქნება.

  

სამომხმარებლო ისეთივე მარტივია, როგორი მინიმალისტური დიზაინიც აქვს თავად სმარტფონს. არ დაიკარგებით პარამეტრების ძებნაში და მარტივად შეძლებთ მის გამოყენებას

სტილუსის გამოყენება მარტივად შესაძლებელია ჩამქვრალ ეკრანზეც, რაც წერის პროცეს უფრო მარტივს ხდის პარამეტრებში შესვლის გარეშე.

სმარტფონის მაგიდის კომპიუტერის გამოყენებისთვის სპეციალური DeX მოწყობილობა აღარ არის საჭირო, ამჯერად მის გამოყენებას ჩვეულებრივი HDMI კაბელითაც შეძლებთ.

კამერა

Galaxy S9+-ში ჩვენ ორმაგი კამერის სისტემა ვიხილეთ მსოფლიოში პირველად სმარტფონში წარმოდგენილი ცვლად დიაფრაგმიანი ლინზებით(F1.5 და F2.4). Galaxy Note 9-ში კამერის ტექნოლოგიები არ გაუმჯობესდა, თუმცა შეიცვალა პროგრამული მხარდაჭერა, ანუ შეიცვალა ალგორითმი.

ამჯერად Galaxy Note 9-ში შემოთავაზებულია კამერისთვის განკუთვნილი AI ალგორითმი(ხელოვნური ინტელექტი), რომელიც კამერისთვის განკუთვნილ პარამეტრებს თავად არჩევს და გთავაზობთ საუკეთესო ვარიანტს.

გთავაზობთ რამდენიმე ფოტო გადაღების ტესტს, რომელიც შეგიქმნით შთაბეჭდილებას, თუ რამდენად იმსახურებს Galaxy Note 9-ის კამერა დადებით შეფასებებს და ღირს თუ არა კამერის მიზეზით მისი შეძენა.

AI ალგორითმის დახმარებით სმარტფონის კამერა თავად არჩევს როდის გამოიყენოს კონკრეტული დიაფრაგმის მაჩვენებელი დღის და ღამის პირობებში, ქვემოთ მოცემული ფოტო გადაღების ტესტები გაკეთებულია აუტო რეჟიმით.

ზემოთ გადაღებული ფოტოებიედან მარჯვენა ჩვეულებრივი კამერით არის გადაღებული, ხოლო მარცხენა “ტელეფოტო” კამერით, ორივე შემთხვევაში ფერების აღქმა ზუსტია და დეტალიზაცია შესანიშნავი. ორივე ვერსია აუტო რეჟიმში არის გადაღებული, რაც ნიშნავს იმას, რომ Note 9-ის კამერა ნამდვილად იმსახურებს მაღალ შეფასებებს.

ღამით, ოთახის პირობებში გადაღებული ფოტო AI(ხელოვნური ინტელექტის) რეჟიმით. როგორც ხედავთ შედეგი ნამდვილად შთამბეჭდავია, დეტელიზაცია და ფერების აღქმა იდეალური.
საღამოს გადაღებული ფოტო აუტო რეჟიმით.
საღამოს, მოღრუბლულ ამინდში გადაღებული ფოტო, რომელიც ფერები მკვეთრად არის აღქმული და დეტალიზაცია კვლავ იდეალური.
ჩვეულებრივი დღის შუქზე გადაღებული ფოტო აუტო რეჟიმში ისეთივე იდეალურია, როგორიც ზემოთ უკვე ნაჩვენები ღამით გადარებული ფოტო.
აუტო-ფოკუსის ტესტი ქარიან ამინდში.
Galaxy Note 9-ის კამერას აქვს ძალიან სწრაფი აუტო-ფოკუსი, რომლის დახმარებითაც შეუძლებელია გადაიღოთ ცუდი ფოტო, თუნდაც გამოსახულება ძალიან ახლოს იყოს. როგორც ხედავთ ფოკუსის ტესტი აღნიშნულმა სმარტფონმა იდეალურად გაირა და შედეგის შთამბეჭდავია.
ჩვეულებრივი დღის შუქზე გადაღებული ფოტო აუტო-რეჟიმში.
ღამით გადაღებული ფოტო აუტო რეჟიმში.
ფოკუსის ტესტი აუტო რეჟიმში.
აუტო რეჟიმში გადაღებული ღამის ფოტო, რომელზეც ნათლად ჩანს Note 9-ის კამერის შესაძლებლობები. ზუსტი ფერების აღქმა და შესანიშნავი დეტალიზაცია.
ღამით გადაღებული ფოტო აუტო რეჟიმით.
წინა კამერით გადაღები ფოტო საკმაოდ შესანიშნავია, აუტო რეჟიმში თავისით აირჩია პორტრეტის რეჟიმი, შესაბამისად უკანა ფონის დაბუნდოვნებულია.

სუპერ შენელებული ვიდეოს დეტალიზაცია შესანიშნავია და ნამდვილად არ არის ხელოვნურად გაწელილი ციფრები. Super SloMo ვიდეოს გადაღების დასამუშავებლად კამერაში სპეციალური DRAM მეხსიერება გვხდება.

ღამით გადაღებულ ვიდეოში ნაკლებად შეიმჩნევნა ე.წ. ხმაური, აქაც ფერები და დეტალიზაცია შესანიშნავია. ასევე აღსაღნიშნავია აუდიო ჩაწერის შესაძლებლობა, რაც ვიდეო გადაღებისთვის შესანიშნავი დადებითი დეტალია, რომელიც იმსახურების ყურადღების გამახვილებას.

შეჯამება

Samsung-მა ნამდვილად შეძლო და ის შენისვნები, რაც წინა Note სერიის წარმომადგენელში გვხდებოდა, Note 9-ში გამოასწორებინა. გიგანტური 4000 მილიამპერიანი ბატარეა თხელ კორპუსში, სტილუსის წარმოუდგენელი შესაძლებლობები, სამაგიდო კომპიუტერის ინტერფეისი გამარტივებული, გაუმჯობესებული კამერის ალგორითმი, უფრო კომპაქტური კორპუსი, შენარჩუნებული 3.5 მილიმეტრიანი აუდიო ჯეკი, Hi-Res აუდიო სისტემის მხარდაჭერა, სტერეო დინამიკები, IP68 სერთიფიკატი წყალ და მტვერ გამძლეობისთვის, იდეალური ეკრანი(Note 9 უკვე შეფასდა საუკეთესო ეკრანის მქონე სმატფონად), განსხვავებული დიზაინი(არა ეკრანის ჭრილებით), ასწრაფებული და დაცული სამომხმარებლო ინტერფეისი, მეხსიერების ბარათის სლოტი, დიდი ზომის მეხსიერების მოცულობა და მძლავრი ჩიფსეტი. ეს არის ყველაფერი, რასაც ნებისმიერი მომხმარებელი ისურვებდა ფლაგმანურ სმარტფონში.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შესაძლოა დაგაინტერესოთ!

Close
Close