მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

Samsung Galaxy S10-ს “3” მთავარი კამერა ექნება

Huawei-მ თავისი ახალი ფლაგმანური სმარტფონით(P20 Pro) ახალი ტრენდი წამოიწყო, რომელიც სმარტფონში სამ მთავარ კამერას გულისხმობს. უკვე ვრცელდება ინფორმაციები, რომ 2019 წლის iPhone-ებს 3 მთავარი კამერა ექნებათ. მართალია ახალი ტრენდი ნიშნავს უფრო დიდ კონკურენციას და შეიძლება კარგიც იყოს ჩვენთვის, მაგრამ რაც უფრო ემატება ტექნოლოგიები, სმარტფონის ფასიც იზრდება! შესაბამისად ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის ახალი ტექნოლოგიების მიუწვდომელი ხდება.

Samsung-ი 2019 წლის დასაწყისში საუბილეო სმარტფონს წარმოგვიდგენს Galaxy S10-ს. ინსაიდერისგან გავრცელებული ბოლო ინფორმაციის თანახმად, Galaxy S10-საც 3 მთავარი კამერა ექნება, თუმცა Huawei P20-ისგან განსხვავებული კომბინაციით. Samsung-ში ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობ ორმაგი კამერის სისტემას დაემატება მესამე, რომელიც 3D გამოსახულებებს გადაიღებს ალტერნატიულ და რეალურ სამყაროში.

თეგები

ნოდარ სიხარულიძე

ჩემთვის მნიშვნელოვანია მკითხველს მივაწოდო ობიექტური ინფორმაცია და შევთავაზო საუკეთესო კონტენტი. ვცდილობ მაქსიმალურად სწრაფად და ხარისხიანად მოგაწოდოთ ინფორმაციები ტექნოლოგიური სამყაროდან და ამ მოტივაციის ყველაზე დიდი მიზეზი ისევ მკითხველის დიდი ინტერესია!

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შესაძლოა დაგაინტერესოთ!

Close
Close