მთავარიმობილური სამყაროტექსტური

Samsung Galaxy S9-ის სრულყოფილი განხილვა: განსხვავება დეტალებშია

Samsung-ი არის ბრენდი, რომელიც ტექნოლოგიურ სამყაროში ყველასთვის სასურველია და მისგან ახალ ფლაგმანურ სმარტფონსაც მოუთმენლად ელოდნენ, ის უკვე ვიხილეთ MWC ღონისძიებაზე. Samsung Georgia ტრადიციულად განაგრძობს მეგობრობას და მოგვაწოდა შესანიშნავი უახლესი ფლაგმანური სმარტფონები Galaxy S9 და S9+ განსახილველად.

გადავწყვიტე პირველი განხილვა შემომეთავაზებინა Galaxy S9-ის სრულყოფილად და დეტალურად, სადაც გაგაცნობთ მის დადებით და უარყოფით მხარეებს. ჩემი მიზანია გაგიმარტივოთ გადაწყვეტილების მიღება არჩევანის გაკეთებაში, ღირს თუ არა ახალი ფლაგმანური სმარტფონის შეძენა და რა უპირატესობები გააჩნია მას.

დიზაინი

Galaxy S9-ის დიზაინი Galaxy S8-ის პირდააპირი ინსპირაციაა, თუმცა რა თმა უნდა აქაც ვხდებით გაუმჯობესებს. პირველი რაც მინდა ავღნიშნო, ეს არის თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერის ადგილმდებაორების ცვლილება, ის კამერის გვერდითა მხრიდან ამჯერათ კამერის ქვემოთ გვხდება, რაც ბევრად უფრო პრაქტიკულია და დიზაინიც უფრო დახვეწილად გამოიყურება. კამერის და თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერის დიზაინი შერწყმულია და სრულ ჰარმონიას ქმნის, თითქოს ეს ასეც უნდა ყოფილიყო.

კამერის ქვემოთ ტრადიციულად Samsung-ის ლოგო არის განთავსებული, ხოლო კამერის გვერდზე ნათება და გულის ცემის საზომი სენსორი. მთლიანად უკანა პანელი 3D შუშის დიზაინით არის წარმოდგენილი, რომელიც დაცულია Gorilla Glass 5-ით.

სმარტფონის ქვემოთა ნაწილში გვხდება 3.5 მილიმეტრიანი აუდიო ჯეკი, რაც უკვე უპირატესობად ითვლება 2018 წლის ფლაგმანურ სმარტფონებში, რადგან ძირითადათ ამოღებულია აუდიო ჯეკი. ასევე გვხდება USB C პორტი და დინამიკი

 

კორპუსის წინა პანელზე კვლავ 5.8 დიუმიანი ეკრანია განთავსებული 18.5:9 ფორმატით და QHD რეზოლუციით(ეკრანის მახასიათებლებში ასევე გხვდება HDR ტექნოლოგია). ეკრანის თანაფარდობა კორპუსთან იდეალურია და ის 84%-ს შეადგენს, რაც სმარტფონს კიდევ უფრო კომფორტულს ხდის ერთი ხელით მოხმარების დროს.

წინა პანელზე ასევე გვხდება მეორე დინამიკიც, რომელიც განთავსებულია ზემოთა ნაწილში თვალის ბიომეტრიული სკანერის და წინა კამერის შუაში.

საერთო ჯამში სმარტფონის დიზაინი დაბალანსებულია, ეკრანის ჩარჩოები თანაბრად არის გადანაწილებული, ძალიან კომფორტული და სასიამოვნოა ხელში ჭერის დროს, თუმცა ქვემოთა დინამიკზე შესაძლოა ხშირად მოგიხვდეთ თითი და დაიფაროს ხმა, რომელიც ამ დინამიკიდან გამოდის. მნიშნვნელოვანია ისიც, რომ წინა პანელზე განთავსებულია 3D სენსორის მქონე “სახლის” ღილაკი, რაც სმარტფონის მოხმარებას კიდევ უფრო ამარტივებს.

პერფომანსი

ჩემი დამოკიდებულება სმარტფონის სტაბილურად მუშაობაში ძალიან მგრძნობიარეა და დღემდე ვთვლიდი, რომ ამ კატეგორიაში Samsung-ს პრობლემები ჰქონდა, თუმცა Galaxy S9-ში ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. სისტემა უფრო სწრაფი გახდა, არ შეინიშნება ხარვეზები, თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერიც  ასწრაფდა და საერთო ჯამში მივიღეთ დახვეწილი სმარტფონი გაუმჯობესებული პერფომანსით. აღნიშნულ სმარტფონში გვხდება Exynos 9810-ის ჩიფსეტი 4 გიგაბაიტიანი LPDDR4 ოპერატიული მეხსიერებით

Geekbench-ების მიხედვით Galaxy S9 ყველაზე მძლავრი სმარტფონია Android სმარტფონების სამყაროში, მან ერთი ბირთვის ტესტში აიღო 3651 ქულა და მულტი ბირთვში 8806. შეგახსენებთ, რომ Geekbench-ის ქულებით ფასდება მხოლოდ ცენტრალური პროცესორის ბირთვების სიმძლავრე და არ ეხება გრაფიკულ პროცესორს.

Antutu ტესტით მიხედვით სმარტფონმა 250000-ზე მეტი ქულა აიღო. ეს არის ტესტი, სადაც მთლიანად ფასდება ჩიფსეტი ქულების მიხედვით. აღნიშნული ქულით შეგვიძლია თანაბრად ვთქვათ, რომ საერთო ჯამში Galaxy S9-ის პერფომანსი იდენტურია სხვა ფლაგმანური სმარტფონების, რომლებიც წარმოდგენილნი არიან Apple A11-ის და Snapdragon 845-ის ჩიფსეტებით.

Galaxy S9-ის ბატარიის მოცულობა კვლავ 3000 მილიამპერია საათში და მისი ბოლომდე დამუხტვა შესაძლებელია დაახლოებით 1.5 საათში, რაც ძალიან კარგი შედეგია. მიუხედავად იმისა, რომ პერფომანსი საგრძნობლად გაიზარდა, ბატარიის მოხმარების ხანგრძლივობა არ შემცირებულა. საშუალო მოხმარების შემთხვევაში ის თქვენ გიერთგულებთ ერთ სრულ დღეს.

ჩემი ტესტების მიხედვით, Galaxy S9-მ საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა. სმარტფონი დავხმუხტე 100%-ზე და გავედი სხვადასხვა ტესტების ჩასატარებლად! ? რამდენიმე წუთიანი 4K ვიდეოების გადაღების, რამდენიმე სუპერ შენელებული ვიდეოს გადაღების, რამდენიმე ათეული ფოტოს გადაღების და სოციუალური ქსელების გამოყენების შემდეგ WiFi-ს სმარტფონის ბატარეამ ეკრანის ანთებულ რეჟიმში 3 საათი და 41 წუთი მიჩვენა, ამასთანავე 27% ენერგია ჯერ კიდევ მქონდა დარჩენილი. სმარტფონის გამოყენება დავიწყე დილის 12 საათზე.

Antutu და Geekbench ტესტების შემდეგ, სადაც სმარტფონი სრული დატვირთვით მუშაობს, ბატარეა მხოლოდ 28%-ზე გათბა, რაც იდეალური შედეგია. კორპუსი გრილი და სასიამოვნოა. რა თქმა უნდა ტესტები პროცესი არ სრულდებოდა გარეთ დაბალ ტემპერატურაზე და ის ოთახში მაღალ ტემპპერატურაზე ტარდებოდა.

Galaxy S9-ის მახასიათებლებში ასევე გვხდება 64 გიგაბაიტიანი UFS2.1 შესანახი მეხსიერება, მეხსიერების გაზრდის შესაძლებლბა 400 გიგაბაიტით, Dolby Atmos აუდიო სისტემა AKG-ს სტერეო დინამიკებით, Android 8.0 ოპერაციული სისტემა, თვალის ბიომეტრიული სკანერი და Knox უსაფრთხოება.

სამომხმარებლო ინტერფეისი

ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ Samsung-ი თავის სამომხმარებლო ინტერფეისს გვთავაზობთს, რაც გულისხმობს იმას, რომ ტრადიციალური Android სისტემისგან განსხვავდება აპლიკაციების დიზაინიც, ფუნქციებიც და პარამეტრებიც. ამჯერად შემოთავაზებულია Android 8.0 სისტემის მოდიფიკაცია Experience 9.0 სახელით.

აპლიკაციების და პარამეტრების დიზაინი თითქოს არ შეცვლილა, იდენტური დიზაინით არის წარმოდგენილი, როგორიც გვხდებოდა წინა თაობის ფლაგმანურ სმარტფონზე. მენიუც სლაიდით შეგიძლიათ ამოწიოთ ან ჩამოწიოთ. შეტყობინებების პანელის ჩამოშლაც ზემოდან ხდება, საიდანაც მარტივად შეძლებთ ნებისმიერი ფუნქციის ჩართვას ან გამორთვას

  

ქარხნულად, როცა სმარტფონს ყუთიდან ამოიღებთ, ეკრანის რეზოლუციის პარამეტრები FHD+ზე არის დაყენებული, თუმცა პარამეტრების მენიუდან მარტივად შეძლებთ გადაიყვანოთ HD+ზე და QHD+-ზე საჭიროების შემთხვევაში ან სურვილის შემთხვევაში.

 

სმარტფონში მარტივად შეგიძლიათ შეცვალოთ ეკრანზე გამოსახული ფოტო, მთლიანად ინტერფეისის დიზაინი და აპლიკაციების დიზიანი. Samsung-ს ამისთვის აქვს სპეციალაური მარკეტი, სადანაც გადმოწერთ იმ კონკრეტულ ფოტოს, აიკონის დიზიანს ან მთლიანი მენიუს დიზიანს, რომელიც თქვენთვის სასურველი იქნება.

  

სამომხმარებლო ისეთივე მარტივია, როგორი მინიმალისტური დიზაინიც აქვს თავად სმარტფონს. არ დაიკარგებით პარამეტრების ძებნაში და მარტივად შეძლებთ მის გამოყენებას

კამერა

Galaxy S9-ში Samsung-მა მსოფლიოში პირველად სმარტფონში გამოიყენა ცვლადი დიაფრაგმის მქონე ლინზები, რომელიც გვთავაზობს F1.5 და F2.4 დიაფრაგმიან ლინზებს. ავტომატურ რეჟიმში კამერა თავად ირჩევს რომელი დიაფრაგმა არის იმ დროისთვის უკეთესი, თუმცა პროფესიონალურ რეჟიმზე გადართვის შემთხვევაში თავად შეგიძლიათ აირჩიოთ რომელი დიაფრაგმით გსურთ გადაიღოთ ფოტო.

კამერის მახასიათებლებში ასევე შედის 12 მეგაპიქსელიანი სენსორი, ოპტიკური სტაბილიზაცია, ორმაგი პიქსელის ავტოფოკუსი, 4K ვიდეო გადაღება 60 კადრით წამში, FHD ვიდეოს გადაღება 240 კადრით წამში და სუპერ შენელებული ვიდეოს გადაღება 960 კადრით წამში. სუპერ შენელებული ვიდეო გადაღებისთვის კამერის DRAM მეხსიერება გვხდება 512 მეგაბაიტიანი მოცულობით.

ფოტო გადაღების ტესტი

გთავაზობთ რამდენიმე ფოტო გადაღების ტესტს, რომელიც შეგიქმნით შთაბეჭდილებას, თუ რამდენად იმსახურებს Galaxy S9-ის კამერა დადებით შეფასებებს და ღირს თუ არა კამერის მიზეზით მისი შეძენა. თუმცა, სანამ უშუალოდ ფოტო გადაღების ტესტებზე გადავალ, მინდა ავღნიშნო, რომ Galaxy S8-ის შემდეგ ნამდვილად იგრძნობა გაუმჯობესებები.

ქვემოდ მოცემული ფოტოებიდან მარცხენა არის F2.4 დიაფრამიანი ლინზებით გადაღებული და მარჯვენა ფოტო არის F1.5 დიაფრაგმიანი ლინზებით გადაღებული. მარცენა ფოტოში გამოსახულება უფრო დეტალურია და ფერები რეალური, შესაბამისად ჩემი რჩევა იქნება, რომ დღის შუქზე გამოიყენოთ F2.4 დიაფრამგიანი ლინზები.

აუტო რეჟიმში როგორც ავღნიშნე კამერა თავად ირჩევს დიაფრაგმას, შესაბამისად აუტო რეჟიმითაც ვცადე გადაღება, სადაც კამერამ გამოიყენა F2.4 დიაფრმა, შედეგი კი შესანიშნავია. ზუსტი ფერები და იდეალური დეტალიზაცია სმარტფონისთვის.

მარცხენა ფოტო არის აუტო რეჟიმში გადაღებული ორიგინალი და მარჯვენა ფოტო არის 100%-ით დაკროპილი.

გთავაზობთ დეტალიზაციის კიდევ ერთ ტეტს, ორიგინალ ფოტოს და 150%-ით დაკროპილს, ჩვეულებრივი დღის სინათლეზე გადაღების დროს.

აუტო რეჟიმში მაკრო ფოკუსის ტესტი

აუტო რეჟიმში დეტალიზაციის ტესტი

აუტო რეჟიმში ფოკუსის ტესტი

ფოტო გადაღების ტესტი ღამით, დაბალ ISO მგრძნობელობაზე და F1.5 დიაფრაგმით გადაღებული მარცხენა ფოტო და F2.4 დიაფრაგმით გადაღებული მარჯვენა ფოტო. შესაბამისად, F1.5 დიაფრაგმიანი ლინზებით გადაღებული ღამის ფოტო უფრო დეტალური და ზუსტი ფერებით გამოდის.

კამერის ფუნქციებიში ასევე გვხდება AR Emoji გადაღება, სადაც თქვენი გამოსახულებით შეგიძლიათ შექმნათ Emoji-ს რამდენიმე ვარიანტი და გადაიღოთ ვიდეოები.

ვიდეო გადაღების ტესტი

ვიდეო გადაღების დროს გამოსახულება დეტალური და ფერები კონტრასტულია, სუპერ შენელებული ვიდეოს გადაღების ფუნქციით თქვენ უკვე შეგიძლიათ შექმნათ “არტ” ვიდეოები და შეანელოთ სამყარო, ხოლო ოპტიკური სტაბილიზაცია დაგეხმარებათ თქვენს მიერ გადაღებულ ვიდეოებში რხევები ნაკლებად შეიმჩნეოდეს.

სტაბილიზაციის ტესტი ვიდეო გადაღების დროს

სუპერ SloMo ვიდეო გადაღების ტესტი

შეჯამება

Galaxy S9 არის მათთვის, ვისაც სურს ჰქონდეს კომპაქტური და კომფორტული სმარტფონი 4 წლიანი უსაფრთხოების სტაბილური განახლებებით! სურს, რომ მისი სმარტფონის კამერა იღებდეს შესანიშნავად და სისტემურად იყოს სტაბილური.

 მძლავრ მახასიათებლებთან ერთად თქვენ ღებულობთ დახვეწილს დიზაინს, რომელიც არის ძალიან თანამედროვე და ამავდროულად “ბიზნეს” კლასის.

P.S. იმისათვის, რომ თქვენთვის მეჩვენებინა კამერის რეალური შედეგი ობიექტურად გადაღებული ჩვეულებრივი მომხმარებლის მიერ, ფოტოები გადაღებულია ყოველგვარი პარამეტრების ცვლის გარეშე და არცერთი ფოტო არის დამუშავებული.

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close