ბლოგისიახლეებიტექსტური

Scrooser: ელექტრო სკუტერი დახვეწილი ვიზუალით

21 საუკუნის ბოლო წლების მორიგი ტენდენცია გახლავთ ელექტრო სკუტერები, რომლის მომხმარებელიც თანდათანობით დღითიდღე იზრდება. Scrooser-ი, ეს არის მინიმალიზმით გაჯერებული ელექტრო სკუტერი, რომელიც კონფიგურირდება ტროტუარზე ან ქალაქის ქუჩებში სამოძრაოდ.

ერთი შეხედვით, Scrooser-ი სქელ ბორბლიან, თითქოსდა უფროსებისთვის განკუთვნილ სკუტერს გავს. თუმცა, მისი მახასიათებლები კი აზრს შეგიცვლით. ფოლადის Scrooser-ს აქვს 36 ვოლტი, 500 ვატიანი ლითიუმ იონური ბატარია და იმპულსური მოტორი. ელემენტის დატენვას სჭირდება 2.5სთ-დან 4 საათამდე, ხოლო 80%-მდე დამუხტვას – 2 საათი. კონფიგურაციის მიხედვით, სკუტერის მაქსიმალური სიჩქარე შეადგენს 6-ს, 20-სა და 25 კილომეტრს საათში. ერთი დამუხტვით Scrooser-ი დაახლოებით 54.7 კილომეტრს გადის.

ელემენტი დაფის უკანაა განთავსებული და მისი მოხსნა მარტივია დასამუხტად. სკუტერის გულს მისი იმპულსური მოტორი წარმოადგენს, რომელიც შემდეგნაირად მუშაობს: ფეხით რა სიმძლავრის ინერციითაც წახვალთ, იმ სიჩქარით მუშაობს მოტორიც. როდესაც მიაღწევთ 4კმ/სთ-ს, სკუტერი აღნიშნულ სიჩქარეს ინარჩუნებს 30 მეტრზე, სანამ ხელახლა ფეხით არ მისცემთ ბიძგს.

ელექტრო სკუტერს აქვს პატარა LED ეკრანი, რომელიც გიჩვენებთ, ელემენტის ხანგრძლივობას, სიჩქარეს და სიარულის რეჟიმებს. ზოგ ვერსიას აქვს სარკე, LED წინა განათება და უკანა წითელი ნათება მუხრუჭისას. Scrooser-ი აღჭურვილია სამი ტიპის უსაფრთხოების სისტემით: ციფრული კოდი, ძრავის იმობილაიზერი და ანტი-მოპარვის ჩამკეტი. სკუტერი ელემენტის გარეშე იწონის 55.8 კილოგრამს.

 

Scrooser-ი ასევე აღჭურვილია ჰიდრავლიკური წინა და მექანიკური უკანა დისკის მუხრუჭებით. სკუტერი ორ ვარიანტადაა წარმოდგენილი: Pure მოდელი, რომელიც 5116$-ი ღირს და Prime ვერსია, რომლის ფასიცაა 5413$-ი.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close