Sony-ს 2018 წლის "PREMIUM" სერიის ფლაგმანური სმარტფონის შესახებ დეტალები და ფოტო რენდერები SRender-ისგან
სტატიაში გთავაზობთ Sony-ს მომავალი ფლაგმანური სმარტფონის ფოტო რენდერებს, რომელიც SRender-მა სპეციალურად Vortex.ge-სთვის დაამზადა და ის შექმნილია ინსაიდერებისგან მოწოდებულ ინფომაციებზე დაყრდნობით. აღნიშნული ფლაგმანური სმარტფონის შესახებ ასევე ცნობილია რამდენიმე ტექნიკური მახასიათებლებიც.

დაწვრილებით Sony-ს მომავალ გეგმებსა და ახალ ფლაგმანური სმარტფონის შესახებ!

2008 წელს Sony-მ შექმნა სმარტფონების ყველასთვის ნაცნობი ბრენდი “XPERIA” და პირველი სმარტფონი გახლდათ “Xperia X1”.

10 წლის იუბილესთან დაკავშირებით 2018 წლის MWC ღონისძიებაზე Sony წარმოგვიდგენს ახალ ფლაგმანურ სმარტფონს სრულიად შეცვლილი დიზაინით, ახალი სერიით და ახალი ხედვით. ახალი ფლაგმანური სმარტფონის სახელი გახლავთ “MIRAI”, რომელსაც ექნება ვიწრო ჩარჩოები და წარმოდგენილი იქნება ახალი ინოვაციური ტექნოლოგიებით.

მიუხედავად იმისა, რომ Sony-მ წელს საკმაოდ კარგი სმარტფონები შემოგთავაზა Xperia XZ Premum-ის და Xperia XZ1-ის სახით, სმარტფონების დიზაინში დიდი ჩარჩოების არსებობა მთავარი პრობლემა მაინც არის, რის გამოც ბაზარზე Sony-ს სმარტფონებზე ნაკლები მოთხოვნაა.

ინდოეთში Sony-ს დირექტორმა Kenichiro Hibi-მ აღიარა, რომ ერთერთი მთავარი პრობლემა სმარტფონში არსებული დიდი ჩარჩოებია  და Indiaexpress-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ახალ ფლაგმანურ სმარტფონს ამზადებენ “All Screen” დიზაინით ანუ სხვა ტოპ ბრენდების მსგავს ახალ ტენდეციას აყვება და გარდა ამისა დიზაინის მთლიანი მონახაზი იქნება შეცვილი სახით.

Hibi-მ ინტევიუში ინდოეთის ბაზარიც ახსენა, სადაც მხოლოდ ფლაგმანური და საშუალო კლასის პრემიუმ სმარტფონების გამოშვებას აპირებს, მიუხედევად იმისა, რომ ბიუჯეტურ სმარტფონებზეა გაცილებით დიდი მოთხოვნა.

 Sony ამზადებს ახალ ფლაგმანურ სმარტფონს, რომელიც იქნება "PREMIUM" სერიის გაგრძელება, თუმცა უცნობია მისი მარკეტინგული სახელი.

 ახალი ფლაგმანური სმარტფონის ეკრანის ზომა კვლავ 16:9 ფორმატიანი 5.5 დიუმი იქნება 4K რეზოლუციით, თუმცა წინა ფლაგმანური მოდელისგან განსხვავებით წინა კორპუსთან ნაცვლად 68 პროცენტიანი ეკრანის თანაფართობისა, ამჯერად აქ ჩვენ ვიხილავთ 80%-იან თანაფარდობას კოპუსთან, რაც გულისხმობს ვიწყო ჩარჩოებს.

 გარდა ამისა, სიახლე შეეხება კამერასაც და IMX400-ის 19 მეგაპიქსელიან სენსორთან ერთად მას დაემატება ახალი 12 მეგაპიქსელიანი სენსორის მქონე კამერაც "Dual Pixel" ავტოფოკუსით და დიდი ზომის პიქსელებით. გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება 4K ვიდეოს გადარება 60 კადრით წამში და FHD ვიდეოს გადაღება 240 კადრით წამში, ხოლო Slo-Mo ვიდეოს გადაღება შესაძლებელი იქნება FHD რეზოლუციით 960-1000 კადრით წამში.

 SRender-მა სპეციალურად Vortex.ge-სთვის დაამზადა და ის შექმნილია ინსაიდერებისგან მოწოდებულ ინფომაციებზე დაყრდნობით.


თქვენი რეაქცია?


ჩვენ გვონია რომ მოგეწონათ

Facebook- ის შეტყობინებები