ექსკლუზივი: Sony-ს ფლაგმანური სმარტფონისთვის განკუთვნილი ახალი კამერის IMX500-ის ტექნიკური მახასიათებლები
როგორც უკვე იცით, Sony ამზადებს ახალ ფაგმანურ სმარტფონს, რომელსაც უჩარჩოო 4K ეკრანი ექნება.
სწორედ აღნიშნული სმარტფონისთვის წარმოდგენილი იქნება ახალი კამერის სენსორი IMX500.

  IMX500-ის ტექნიკური მახასიათებლების შემადგენლობაში 20 მეგაპიქსელიანი 1/2 დიუმის ზომის სენსორი იქნება Dual Pixel ფაზოვანი ავტოფოკუსით და 1.65 მიკრონის პიქსელის ზომა, 1GB DRAM მეხსიერება, 4K ვიდეოს გადაღება 60 კადრით წამში, FHD ვიდეოს გადაღება 240 კადრით წამში დაSlo-Mo ვიდეოს გადაღება FHD რეზოლუციით 960 კადრით წამში. 

 Sony-ს სმარტფონებში ალბათ კარგად გახსოვთ BIONZ პროცესორი, რომელიც პროგრამულად იყო წარმოდგენილი! ახალ ფლაგმანურ სმარფონში წარმოდგენილი იქნება რეალური BIONZ Xპროცესორი, რომელიც კამერას დაეხმარება მაქსიმალური შედეგის მიღებაში.

  სიახლის სახით ასევე ჩვენ ვიხილავთ "Pixel Shift" ტექნოლოგიას, რომელიც გულისხმობს ოთხი ფოტოს ერთდროულად გადაღებას და პიქსელების გაერთიანებას ერთ ფოტოში მაქსიმალურად ხარისხიანი გამოსახულების მისაღებად. "Pixel Shift" ტექნოლოგია სმარტფონს საშუალებას მისცემს გადაიღოს გამოსახულება ხარისხის დაკარგვის და ხმაურის გარეშე. 

თქვენი რეაქცია?


ჩვენ გვონია რომ მოგეწონათ

Facebook- ის შეტყობინებები