ექსკლუზივი: Sony-ს ორი საშუალო კლასის და ორი ფლაგმანური სმარტფონი MWC 2018-ის ღონისძიებაზე
Vortex.ge-მ Sony-ს 4 ახალ სმარტფონზე მოიპოვა ინფორმაცია, მათ შორის არის ორი საშუალო კლასის წარმომადგენელი და ორიც ფლაგმანური სერიიდან.

Sony-ს ახალ სმარტფონებს MWC 2018-ის ღონისძიებაზე ვიხილავთ

1. ახალი 4K სმარტფონი, რომელიც "PREMIUM" სერიის გაგრძელება იქნება

 სმარტფონის შემადგენლობაში იქნება 5.5 დიუმიანი 4K რეზოლუციის HDR ეკრანი(ეკრანის თანაფართობა კორპუსთან შეადგენს 80%-ს), Snapdragon 845-ის ჩიფსეტი, 8 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, 128 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერება, 19 და 12 მეგაპიქსელიანი ორმაგი მთავარი კამერა F1.7 დიაფრაგმით და ოპტიკურ-ელექტრონული სტაბილიზაციით(კამერის შესაძლებლობებში ასევე დაემატება 4K ვიდეოს გადაღება 60 კადრით წამში, FHD ვიდეოს გადაღება 240 კადრით წამში და Slo-Mo ვიდეო გადაღება FHD რეზოლუციით 960-1000 კადრით წამში). სმარტფონის შემადგენობაში ასევე იქნება 3300 მილიამპერიანი ბატარეა.

2. პრემიუმ მოდელისგან განსხვავებით მეორე ფლაგმანური სერიის მოდელს ექნება 5.2 დიუმიანი FHD რეზოლუციის HDR ეკრანი და ეკრანის თანაფარდობა კორპუსთან იქნება 74%. 4 გიგაბაიტიანი პერატიული მეხსიერება,64 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერება და 2900 მილიამპერიანი ბატარეა.

3. 6 დიუმიანი საშუალო კლასის სმარტფონი, რომლის ეკრანის რეზოლუციაც იქნება FHD და მისი თანაფართობა კორპუსთან 78%. მის შემადგენლობაში ასევე იქნება Snapdragon 630-ის ჩიფსეტი, 4 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, 64 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერება. 23 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა, 16 მეგაპიქსელიანი წინა კამერა და 3500 მილიამპერიანი ბატარეა.

4. 5 დიუმიანი საშუალო კლასის სმარტფონი, რომლის ეკრანის რეზოლუცია იქნება HD და მისი თანაფარდობა კორპუსთან 72%. მის შემადგენლობაში ასევე იქნება Snapdragon 630-ის ჩიფსეტი, 4 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება და 32 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერება.

თქვენი რეაქცია?


ჩვენ გვონია რომ მოგეწონათ

Facebook- ის შეტყობინებები