ექსკლუზივი:Sony-ს სმარტფონი Snapdragon 845-ის ჩიფსეტით Geekbench-ზე გამოჩნდა

Geekbench-ზე Sony-ს ახალი პრემიუმ სერიის სმარტფონი გამოჩნდა Snapdragon 845-ის ჩიფსეტით, თუმცა ეს არ არის მთავარი ფლაგმანური სმარტფონი, რომელსაც MWC 2018-ის ღონისძიებაზე აღნიშნულ სმარტფონთან ერთად ვიხილავთ.

  Geekbench-ის ტესტებში ნაჩვენებია, რომ Sony-ს სმარტფონს კოდით H8266, აქვს 4 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, Snapdragon 845-ის ჩიფსეტი და Android 8.0.0 ოპერაციული სისტემა.

ერთ ბირთვში აღნიშნულმა სმარტფონმა აიღო 2393 ქულა და მულტი ბირთვში 8300 ქულა, რაც ნამდვილად გამოიყურება შთამბეჭდავად Xperia XZ Premium-ის ფონზე, რომელიც ბევრად ნაკლები ქულებით ყველაზე სწრაფ 2017 წლის სმარტფონად შესაძლოა ჩაითვალოს. ასევე, ეს არის ტესტირების პროცესის ქულები და უნდა ვივარაუდოთ, რომ კომერციული ვერსიის ქულები უფრო მაღალი იქნება.

Sony Geekbench 4 Sony H8266 Geekbench 4