მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

Sony თავის სმარტფონებში უსაფრთხოების სისტემას აძლიერებს: XPERIA ბიზნეს კლასის ბრენდი ხდება!

როგორც უკვე იცით, შემდეგი წლიდან Sony მხოლოდ პრემიუმ-ფლაგმანურ სმარტფონებს გამოუშვებს და 5G ტექნოლოგიასაც შემოგვთავაზებს, განსაკუთრებით აღსაღნიშნავია ის ფაქტი, რომ Sony ახალ ინოვაციურ ტექნოლოგიებზეც მუშაობს.

დღეს კი გავრცელდა ოფიციალური ინფორმაცია, სადაც ნახსენებია Sony-ს გადასვლა ბიზნეს კლასის სეგმენტზე. Sony და კომპანია VXL ერთობლივად იმუშავებენ XPERIA-ს სმარტფონებში Fusion UEM უსაფრთოხების სისტემაზე, შედეგად მივიღებთ ყველაზე დაცულ Android სმარტფონებს, რომლებიც გათვლილი იქნება ბიზნეს კლასის მომხმარებლებზე, თუმცა რა თქმა უნდა ბაზარზე ტრადიციულად გაუწევს კონკურენციას სხვა ბრენდებსაც, თავისი ტექნოლოგიებით და ახალი მარკეტინგული სვლებით, რომელზეც ახალი პრეზიდენტი უკვე მუშაობს.

Fusion UEM სისტემის დახმარებით თქვენ ასევე შეგიძლიათ სხვა თქვენი სმარტფონი მართოთ სხვა ოპერაციული სისტემებიდანაც და ისარგებლოთ სმარტფონის სხვადასხვა კონკრეტული ფუნქციებით. ეს ყველაფერი მომხმარებელს საშუალებას მისცემს გახდეს უფრო მეტად პროდუქტიული და დაცული.

ნოდარ სიხარულიძე

ჩემთვის მნიშვნელოვანია მკითხველს მივაწოდო ობიექტური ინფორმაცია და შევთავაზო საუკეთესო კონტენტი. ვცდილობ მაქსიმალურად სწრაფად და ხარისხიანად მოგაწოდოთ ინფორმაციები ტექნოლოგიური სამყაროდან და ამ მოტივაციის ყველაზე დიდი მიზეზი ისევ მკითხველის დიდი ინტერესია!

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შესაძლოა დაგაინტერესოთ!

Close
Close