მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

Sony თავის სმარტფონებში “Xperia Home” სამომხმარებლო ინტერფეისის ნაცვლად “სუფთა” Android სისტემას შემოგვთავაზებს

Sony-მ ოფიციალურად გააკეთა განცხადება, რომ თავიანთი სამომხმარებლო ინტერფეისი “Xperia Home” აღარ იქნება Sony-ს სმარტფონებში და ზუსტად იგივე სისტემას შემოგვთავაზებს, რაც არის Google-ის Pixel სერიის სმარტფონებში, თუმცა Sony-ს ტრადიციულ აპლიკაციებს კვლავ ვიხილავთ.

სუფთა ანდროიდზე გადასვლა ნიშნავს იმას, რომ გაცილებით სწრაფად განახლდება ახალ სისტემაზე, თუმცა Sony ისედაც ყოველთვის ყველაზე სწრაფად გვთავაზობთა სისტემურ განახლებებს Google-ის შემდეგ. Xperia XZ2-ში უკვე შემოთავაზებული არის Android P Beta 2-ის განახლება, რაც Google-ის სმარტფონების გარდა სხვა ბრენდის სმარტფონებში არ გვხდება. უნდა ვივარაუდოთ, რომ Sony-ის და Google-ის სმარტფონები ერთდროულად მიიღებენ სისტემურ და უსაფრთხოების განახლებებს. იდენტური სიტუაცია გვხდება Nokia-ს სმარტფონებშიც და ეს ტრენდი Android სისტემის მოყვარულთა საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close