მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

Sony-ს ახალი 1 დიუმის ზომის IMX700-ის სერიის კამერა 8K ვიდეო გადაღებით: სმარტფონის კამერა 80 მეგაპიქსელით?

წელს Huawei P20 Pro და Huawei Mate 20 Pro-ში Sony-მ ახალი კამერის სენსორი IMX600 წარმოგვიდგინა, რომელსაც Huawei 2-3 წლის განმავლობაში გამოიყენებს თავის ფლაგმანურ სმარტფონებზე, ახლა კი დრო დადგა თავისი სმარტფონებისთვი ახალი კამერის სენსორი შემოგვთავაზოს Sony-მ. დღემდე ჩვენთვის კარგად ნაცნობი IMX400-ის სენსორი გვდება Sony-ს სმარტფონებში და აღნიშნული სენსორი ექსკლუზივია საკუთარი სმარტფონებისთვის. რაც შეეხება IMX600-ს, ის შექმნილია DSLR კამერებისთვის შექმნილი სენსორის IMX144-ის მოდიფიკაციით(ეს უკანასკნელი 12 მეგაპიქსლეიანი გახლდათ). Sony თავისი სმარტფონებისთვის IMX183CLK-ს მობილურ ვერსიას შემოგვთავაზებს, ამ უკანასკნელს 20 მეგაპიქსელიანი ეფექტური სენსორი აქვს, თუმცა “ოთხ ბაიერიანი” ტექნოლოგიის გათვალსიწინებით და ამასთანავე 16 მილიმეტრიან სტანდარტზე გადასვლით IMX700-ს 80 მეგაპიქსელიანს უნდა ველოდოთ, 1 დიუმის ზომის სენსორით და დიდ ზომის პიქსელებით, ხოლო ღამით გადაღების დროს Huawei-ს მგავსად შეკუმშავს პიქსელებს 20 მეგაპიქსელიანი რეჟიმით გადაიღებს. ახალ სენსორს შეეძლეა გადაიღოს 8K ვიდეო 30 კადრით წამში, ხოლო 4K ვიდეო 240 კადრით წამში. IMX183-ის სენსორი მხოლოდ 15.86 მილიმეტრის მოცულობისაა, რაც კომპანიებს საშუალებას აძლევს სმარტფონშიც გამოიყენონ, თუმცა მის მოვილურ ვერსიას ექსკლუზივის სახით 2019 წლიდან შემდეგ 2 წლის განმავლობაში ექნება Sony-ს.

Sony-მ წელს ასევე შემოგვთავაზა ორი ახალი საშუალო კლასის სმარტფონისთვის განკუთვნილი კამერის სენსორები, IMX477 და IMX586. ორივე 48 მეგაპიქსელიანი სენსორია, თუმცა IMX477 ვერსია 18 მილიამეტრიანი სტანდარტით 1/2.3 დიუმის ზომის სენსორით არის წარმოდგენილი, ხოლო IMX586 ვერსია 16 მილიმეტრიანი სტანდარტით 1/2 დიუმის ზომის სენსორით. რეალურად 16 მილიმეტრიან სტანდარტზე გადასვლა მარკეტინგული სვლაა, რადან სმარტფონში გამოჩნდეს დიდი ზომის სენსორი, თუმცა რეალურად უფრო მცირე ზომის სენსორი გვაქვს ვიდრე არის DSLR დონის კამერებში. მაგალითად IMX586 რომ დამზადებულიყო 18 მილიმეტრიანი სტანდარტით, მივიღებდით 1/2.25 დიუმის ზომის სენსორის 1/2 დიუმის ნაცვლად. Huawei-ს სმარტფონებში კი 18 მილიმეტრიანი სტანდარტით რომ დამზადებულიყო სენსორი, მივიღებდით 1/1.93 დიუმის ზომის სენსორს 1/1.7 დიუმის ზომის ნაცვლად.

თეგები

ნოდარ სიხარულიძე

ჩემთვის მნიშვნელოვანია მკითხველს მივაწოდო ობიექტური ინფორმაცია და შევთავაზო საუკეთესო კონტენტი. ვცდილობ მაქსიმალურად სწრაფად და ხარისხიანად მოგაწოდოთ ინფორმაციები ტექნოლოგიური სამყაროდან და ამ მოტივაციის ყველაზე დიდი მიზეზი ისევ მკითხველის დიდი ინტერესია!

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close