მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

Sony-ს ახალ ფლაგმანური სმარტფონის Xperia XZ3 და XZ3 Premium-ის დეტალები: პირველი სმარტფონი 4K OLED ეკრანით

ალბათ ყველანი ელოდებით Sony-ს საუბილეო სმარტფონს, რომელსაც ინტერაქტიული დიზაინი ექნებოდა. სამწუხაროდ, ტექნიკური გაუმართაობის მიზეზით საუბილეო სმარტფონი სექტემბერში არ გამოვა და მისი ანონსის თარიღი გაურკვეველი ვადით გადაიდო, თუმცა მანამდე ვიხილავთ ახალ ფლაგმანურ მოდელებსაც, მათ შორის ერთ-ერთი იქნება ახალი 4K OLED ფლაგმანური სმარტფონიც.

IFA-ს ღონისძიებაზე წარმოდგენილ მოდელს XZ2-ის დიზაინი ექნება, თუმცა შედარებით დახვეწილ ფორმებში და უფრო ვიწრო ჩარჩოებით, ეკრანი კვლავ IPS LCD ტიპის იქნება, მაგრამ ამჯერად შემოთავაზებული იქნება ეკრანში ჩაშენებული ბიომეტრიული სკანერი, ხოლო კამერის მახასიათებლები გადმოტანილი იქნება XZ2 Premium-იდან. ვერ გეტყვით ეს მოდელი იქნება თუ არა Xperia XZ3, რადგან Sony-მ წელს დაარღვია სტრატეგია “კომპაქტური” სმარტფონების სერიაში და კენტი ციფრის ნაცვლად ლუწი ციფრით წარმოგვიდგინა განახლება, შესაძლოა სექტემბრის მოდელი იყოს Xperia XZ2s, Xperia XZ2 Pro ან Xperia XZ3.

რაც შეეხება Xperia XZ3 Premium-ს, მას ექნება 17:9 DCI ფორმატის მქონე RGBW OLED ტიპის 4K რეზოლუციის ეკრანი კორპუსთან 85%-იანი თანაფარდობით, მსოფლიოში პირველად მას ექნება 5G ტექნოლოგია Snapdragon 855-ის ჩიფსეტით, 8 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, 128 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერება და ორმაგი კამერის სისტემა AUBE კამერისთვის განკუთვნილი პროცესორით. რაც შეეხება კამერის სენსორების, ორმაგი კამერის სისტემიდან ერთი იქნება 50 მეგაპიქსელიანი 1 დიუმის ზომის სენსორი და მეორე 12 მეგაპიქსელიანი 1/2.3 დიუმის ზომის სენსორი. Ambient Flow-ს დიზაინის ენა განმეორდება თუმცა გაუმჯობესებული ვერსიით და თან დიდი ზომის კამერის ზენსორი მოცემულ დიზაინში თავისუფლად მოთავსდება.

თეგები

ნოდარ სიხარულიძე

ჩემთვის მნიშვნელოვანია მკითხველს მივაწოდო ობიექტური ინფორმაცია და შევთავაზო საუკეთესო კონტენტი. ვცდილობ მაქსიმალურად სწრაფად და ხარისხიანად მოგაწოდოთ ინფორმაციები ტექნოლოგიური სამყაროდან და ამ მოტივაციის ყველაზე დიდი მიზეზი ისევ მკითხველის დიდი ინტერესია!

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close