მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

Sony-ს ოფიციალური გამჭირვალე საკეცი სმარტფონი

მოთხოვნადი ტრენდი, რომელიც ბაზარზე სხვადასხვა ახლად შექმნილ ბრენდებს დამკვიდრებაში ეხმარება, თუმცა რატომღაც Sony-მ გვიან მიხვდა, რომ მთავარი განსხვავებულობა და ტექნიკური მახასიათებლები კიარა, არამედ ბაზარზე მოთხოვნადი პროდუქტის გამოშვება უფრო მომგებიანი იქნებოდა.  უკვე წლებია Sony გვანებივრებს ისეთი ტექნოლოგიებით, როგორიცაა 4K რეზოლუციის ეკრანი(რომელიც უკვე 4 წელია მხოლოდ Sony-ს ექსკლუზივია), Super-SloMo ვიდეო გადაღება 960 კადრით წამში(Sony-ს შემოთავაზებიდან 1 წლის შემდეგ შემოგვთავაზა Samsung-მა თავის სმარტფონზე, თუმცა Sony-ში FHD რეზოლუციით კვლავ ექსლუზივად გვხდება), 1 გიგაბაიტიანი კამერის მეხსიერება, AUBE კამერის პროცესორი, HiRes აუდიო სისტემა, თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი, 5 არხიანი ვიდეო სტაბილიზაცია, სუპერ სწრაფი პერფომანსი, წყალგამძლე კორპუსი, სწრაფად განახლებადი სისტება, ყოველთვის პირველი გვთავაზობს ახალ ჩიფსეტს და სხვადასხვა საინტერესო ტექნოლოგიები. თუმცა ახლა დრო დადგა ბაზარზე Sony-მ თავად შექმნას ტრენდი, მიუხედავად იმისა, რომ Sony-სგან ტექნოლოგიებს აქამდეც აკოპირებდნენ. 2019 წლიდან Sony-ს სმარტფონების ინდუსტრიაში ვიხილავთ ისეთ სიახლეებს, როგორიც არის ჰოლოგრამული ეკრანი, 3 მეტი მთავარი კამერის სისტემა, 8K ვიდეო გადაღება, ეკრანქვეშა წინა კამერა, გიგანტური ზომის ბატარეა, გამჭირვალე და საკეცი ეკრანები, დიდი ზომის მეხსიერებები და ა.შ.

ახლა კი Sony-მ ოფიციალურ საპატენტო ფაილში გვაჩვენა სმარტფონი, რომლის ეკრანი დრეკადიც არის(ანუ იკეცება) და გამჭირვალეც.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შესაძლოა დაგაინტერესოთ!

Close
Close