მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

Sony-ს პირველი OLED ეკრანიანი სმარტფონი ვიწრო ჩაეჩოებით და ინოვაციური ტექნოლოგიებით

Sony თავის ახალ ფლაგმანურ სმარტფონებს 30 აგვისტოს გამოუშვებს, მათ შორის იქნება თავისი პირველი OLED ეკრანის მქონე სმარტფონი, რომელიც სავარაუდოთ Xperia XZ3-ის სახელით წარსდგება. მის შემადგენლობაში 5.9 დიუმიანი ეკრანი იქნება RGBW პიქსელების განლაგებით. ასევე ვიხილავთ Android 9 Pie ოპერაციულ სისტემას, რომელშიც ახალ “ჟესტურ” სამომხმარებლო ინტერფეისს შემოგვთავაზებენ! 8 გიგაბაიტიან ოპერატიულ მეხსიერებას, 128 გიგაბაიტიან შესანახ მეხსიერებას, 19 მეგაპიქსელიან მთავარ კამერას, 13 მეგაპიქსელიან  წინა კამერას, ახალ ინოვაციურ ტექნოლოგიას Side Sense და წინა მოდელთან შედარებით შემცირებულ ბატარიის მოცულობას, თუმცა ინსაიდერის თქმით ახალი ბატარეა იმაზე მეტხანს გაძლებს, ვიდრე ძლებს Xperia XZ2.

ინსაიდერის თქმით, Xperia XZ3 ძალიან ლამაზი იქნება, თხელი კორპუსით და ვიწრო ჩარჩოებით. ასევე მისი თქმით, XZ3-ის დამზადება დაიწყო XZ2-ის დროს, შესაბამისად ერთი კამერით ამიტომ არის წარმოდგენილი, თუმცა რამდენიმე ცვლილება მოხდა ზომებში. წელს გამოსული Sony-ს სმარტფონები არ ეკუთვნის ახალ პრეზიდენტს, შესაბამისად Ambient Flow-ს ჩანაცვლება ახალი დიზაინით შემდეგი წლის დასაწყისში მოხდება.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close