მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

Sony-ს უკვე გამოსული 9 სმარტფონი მიიღებს Android 9 Pie განახლებას: ახალი სამომხმარებლო ინტერფეისი და ახალი კამერის აპლიკაცია

Sony-მ თვეების განმავლობაში Xperia XZ2-ის მომხმარებლებს საშუალება მისცა Android P Beta ტესტირებაში მიეღოთ მონაწილეობა სისტემის დაანონსების დღიდანვე და ოფიციალურად ჩაშვებიდან იმავე დღეს განახლდა Android 9 Pie სისტემაზე, თუმცა ეს ყველაფერი “სუფთა” Android სისტემით მოხდა.

Sony თავისი სმარტფონებისთვის ახალ სამომხმარებლ ინტერფეისს და ახალ კამერის აპლიკაციას ამზადებს, შესაბამისად სეტქტემბრიდან განახლების ვადამ ნოემბრამდე გადაიწია.

პრემიუმ სერიის სმარტფონები, რომელშიც მოსაზრება Xperia XZ2, Xperia XZ2 Compact, Xperia XZ2 Premium, Xperia XZ1, Xperia XZ1 Compact და Xperia XZ Premium, განახლდება ნოემბერში. საშუალო კლასის სმარტფონები Xperia XA2, Xperia XA2 Ultra და Xperia XA2 Plus განახლდება 2019 წლის დააწყიში. ხოლო 30 აგვისტოს Sony წარმოგვიდგენს მსოფლიოში პირველ სმარტფონებს, რომელსაც ქარხნულად მოყვება Android 9 ოპერაციული სისტემა.

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close