მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

Sony-ს 6 სმარტფონი Android 9 Pie განახლებას ერთ თვეში მიიღებს

მიუხედავად იმისა, რომ Sony Xperia XZ2-ის მომხმარებლები უკვე რამდენიმე თვეა აგემოვნებენ ბეტა Android P სისტემას და 7 აგვისტოს ოფიციალური სისტემა Android 9 Pie განახლებაც მიიღეს, აღნიშნული განახლება “სუფთა” Android სისტემას ეხება.

სექტემბრის დასაწყისში Sony-ს მოდიფიცირებულ ვერსიით განახლებას მიიღებენ შემდეგი სმარტფონები: Xperia XZ2, Xperia XZ2 Compact და Xperia XZ2 Premium.

სექტემბრიდან ნოემბრამდე განახლდება შემდეგი სმარტფონები: Xperia XZ1, Xperia XZ1 Compact და Xperia XZ Premium.

რაც შეეხება საშუალო კლასის სერიას, მისი განახლების პერიოდი იანვრის დასაწყისისთვის განისაზღვრება. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში პირველ სმარტფონებს Android 9 Pie ოპერაციული სისტემით 30 აგვისტოს წარმოგვიდგენს, რომლებსაც აღნიშნული სისტემა ქარხნულად მოყვება.

 

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close