მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

Sony Mobile-მა გამოიღვიძა: 3 ექსკლუზიური სიახლე Xperia XZ4-ში, რომელიც კონკურენტებს არ ექნებათ

Sony სმარტფონების ბაზარზე გასულ წლებშიც გვთავაზობდა საინტერესო სიახლეებს, მაგრამ პრობლემები ჰქონდა დიზაინერული თვალსაზრისით, რადგან უმრავლესობაში გაბატონებულ ტრენდს ვერ მოერგო. მიუხედავად იმისა, რომ Sony გასუ წლებშიც იყო ტრენდული მახასიათებელების საწყისი სმარტფონებში, წელს დიზაინერული თვალსაზრისითაც მოგვაწონებს თავს. Xperia XZ4-ში შევხდებით 3 ძირითად ტექნოლოგიურ სიახლეს, რომელიც კონკურენტ ბრენდებში არ იქნება შემოთავაზებული.

ეკრანი

ალბათ უმრავლესობამ არ იცით, რომ ფილემბის და ვიდეოების უმრავლესობა გამოსახულებას 21:9 ფორმატზე შლის. გასულ წლებში 16:9 ფორმატიანი ეკრანის მქონე სმარტფონების ტრენდი Sony-მ, ხოლო 18:9 ფორმატიანი ეკრანების მქონე სმარტფონების ტრენდი LG-მ წამოიწყო. ახლა კი Sony ცდილობს თავისი სმარტფონები უფრო მეტად მულტიმედიური გახადოს და ახალ ფლაგმანურ სმარტფონებში მსოფლიოში პირველად Xperia XZ4-ში ვიხილავთ 21:9 ფორმატიან ეკრანს ყოველგვარი ჭრილის გარეშეი 3840×1620 პიქსელ რეზოლუციით. შესაბამისად ფილმები და ვიდეობი მთლიან ეკანზე ისე გაეშვება, რომ თქვენ ვერ დაინახავთ შავ ზოლებს, რადგან თამაშები ძირითადად 16:9 ფორმატით არის განსაზღვრული, ეკრანის დანარჩენ ნაწილში გაჩნდება სპეციალური გეიმერული რეჟიმისთვის განკუთვნილი სათამაშო ღილაკები.

კამერა

დღემდე Sony-ს გარდა სხვა ყველა ბრენდი ღამის რეჟიმით გადაღებას პროგრამულად გვთავაზობდა, მათ შორის განსაკუთრებით აღსაღნიშნავია Google-ი და Huawei! თუმცა 2018 წელს Sony-მ Xperia XZ2 Premium-ში შემოგვთავაზა ღამის გადაღება არა პროგრამულად, არამედ აპარატურულად, რაც სხვა ბრენდებს ჯერ კიდე არ გაუკეთებიათ. საქმე მდგომარეობს მეორე დიდი ზომის პიქსელების მქონე მონოქრომულ კამერასა და სპეციალურ კამერისთვის განკუთვნილ AUBE პროცესორში, რომელიც სმარტფონს ეხმარება ფერადი და მონოქრომული კამერებით ერთდროულად გადაიღოს ისე, რომ შექმნას ერთი გამოსახულება სადაც ყველაფერი დეტალიზებური და ნათელი იქნება, ამსთანავე ემატება სმარტფონის გამერაში ჩაშენებული სპეციალური 1 გიგაბაიტიანი DRAM მეხსიერებაც. შედეგად ჩვენ გვაქს შესაძლებლობა გადავიღოთ ფოტო ISO51200 შუქმგრძნობელობით და ეს ყველაფერი არ არის! Sony ერთადერთია, რომელმაც ღამის რეჟიმი ვიდეო გადაღებაზეც დაამატა ISO12800 შუქმგრძნოელობით. ამ ყველაფერს Xperia XZ4-ში დაემატება მსოფლიოში პირველად Quad Pixel ტექნოლოგიის ავტოფოკუსი, დიდი ზომის პიქსელების მქონე მთავარი კამერაც და ოპტიკური სტაბილიზაციაც, რაც სმარტფონს დაეხმარება კიდევ უფრო გაუმჯობესდეს ღამით და დღით გადაღებული გამოსახულებების ხარისხი.

ინოვაცია

მესამე ინოვაცირი სიახლე იქნება, რომლის შესახებაც ანონსამდე ვერ შევიტყოთ!

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close