მთავარისიახლეები

Sony-ს სმარტფონების გაყიდვები მესამე კვარტალში საგრძნობლად შემცირდა

მიუხედავად იმისა, რომ Sony არ აპირებს სმარტფონების ბაზრიდან გასვლას და Xperia-ს გუნდიც შეიცვალა, რომელიც ახალ სტრატეგიულ საქმიანოას 2019 წლიდან დაიწყებს, სმარტფონების გაყიდვები ყოველ კვარტალში მცირდება. მაგალითისთვის, 2018 წლის მეორე კვარტალში 2 მილიონი სმარტფონი გაყიდა, ხოლო მესამე კვარტალში მხოლოდ 1.6 მილიონი.

Sony-ს ძირითადი პრობლემა დიზაინი და ცუდი მარკეტინგი გახლავთ, რომელიც მარტივად შესაძლებელია მოგვარდეს. მიუხედავად იმისა, რომ Xperia XZ3 საკმაოდ მიმზიდველი ტრენდული დიზაინით და მძლავრი მახასიათებლებით გამოირჩევა, მომხმარებლებში ცნობადობა არააქვს. იმედს დავიტოვებ, რომ Xperia-ს ახალი გუნდი Sony-ს სმარტფონების სურვილს მომხმარებლებში გააღვივებს. გამორიცხული არაფერია, მაშინ როდესაც პარადიგმის ცვლა უკვე ხშირად ხდება და სრულიად ახლად შექმნილი კომპანიები იკავებენ ბაზარზე ძლიერ პოზიციებს. თავად Sony-ს თქმით 2 წლის განმავლობაში შეძლებენ შედეგების გაუმჯობას დადებითად და 2020 წლიდან ბაზარზე ლიდერი პოზიციის დაბრუნდებას.

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close