SONYტექსტურიტექსტური

Sony WH-1000XM3: საუკეთესო ხმის ჩამხშობის მქონე უსადენო ყურსასმენები Sony-სგან!

დღესდღეობით, Sony-ის უსადენო WH-1000XM3-ი თავის კლასში საუკეთესო ხმის ჩამხშობის მქონე ყურსასმენებია ბაზარზე. წინა წელთან შედარებით კომპანიამ თავის ახალ პროდუქტს სრულყოფა შესძინა, რითაც იგი დაეწია და აჯობა კიდეც ისეთ ბრენდებს როგორებიცაა Bose-ი და Bowers & Wilkins-ი. ეს იმის დამსახურებაა, რომ Sony-მ მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ხმის ხარისხის, ელემენტის უკეთესი ხანგრძლივობისა და რაც მთავარია, საუკეთესო ხმის ჩამხშობის მქონე ყურსასმენები შექმნა.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ახალი WH-1000XM3-ი ძალიან კომპორტულია. მისი წინამორბედებისგან განსხვავებით, რომლებიც მუსიკის ხანგრძლივი მოსმენისას დაღლილობას იწვევდა, არანაირ დისკოპფორტს არ ქმნის აღნიშნული პროდუქტი. ერთი დამუხტვით ელემენტი ძლებს 30 საათს, რაც Sony WH1000XM3-ს ხდის ყველაზე გრძელვადიან მუსიკის დამკვრელ ყურსასმენს. ყურადღებას ასევე იქცევს სწრაფი დამუხტვის შესაძლებლობა USB-C-ის მეშვეობით. დამუხტვიდან 10 წუთის შემდეგ, თქვენ შეძლებთ 5 საათიანი მუსიკის მოსმენას, რაც, ალბათ დამეთანხმებით, რომ იდეალური შედეგია. ყურსასმენს მარჯვენა მხარეს აქვს ინტუიტიური შეხებისა და თითის გასრიალების ჟესტიკულაციები, რომლითაც შესაძლებელია ხმის რეგულირება, მუსიკის დაკვრა/დაპაუზება, სიმღერების გადართვა და შემომავლ ზარებზე პასუხი.

საბოლოო ჯამში, შეგვიძლია იმ დასკვნამდეც მივიდეთ, რომ Sony-ის ახალი უსადენო WH-1000XM3-ი ყურსასმენები ყველანაირად ჯობს Bose-ის QC35 მოდელს. ამასთანავე, გეტყვით WH-1000XM3-ის ფასსაც, ის სულ რაღაც 349$ ღირს, რაც ზემოთ აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით, ფრიად მისაღებია ასეთი მაღალი დონის ყურსასმენებისთვის.

 

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შესაძლოა დაგაინტერესოთ!

Close
Close