მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

Sony Xperia XZ2 Premium თუ Huawei P20 Pro: კამერის ტექნოლოგიების შედარება!

რადგან Huawei P20 Pro და Sony Xperia XZ2 Premium ყველაზე მძლავრი კამერის მახასიათებლებით გამოირჩევიან, მოდით შევადაროთ ტექნიკური მახასიათებლები და დავადგინოთ რომელს აქვს უპირატესობა.

სენსორის ზომა

Huawei-ს შემთხვევაში გვაქვს 40 მეგაპიქსელიანი 1/1.73 დიუმის ზომის, 20 მეგაპიქსელიანი 1/2.78 დიუმის ზომის და 8 მეგაპიქსელიანი 1/4.4 დიუმის ზომის სენსორები, სამივე კამერა დამატებითი მეხსიერების DRAM-ის გარეშე. Sony-ს შემთხვევაში გვაქვს 19 მეგაპიქსელიანი 1/2.3 დიუმის ზომის და 12 მეგაპიქსელიანი 1/2.3 დიუმის ზომის სენსორები 1 გიგაბაიტიანი DRAM მეხსიერებით, რაც ფოტო და ვიდეო გადაღების დამუშავებაში ეხმარება სმარტფონს. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ აქ თანაბარი სიტუაცია გვაქვს, რადგან Huawei-ს უპირატესობა არის გიგანტური ზომის 1/1.73 დიუმიანი სენსორი და Sony-ის უპირატესობა არის ორმაგი დიდი სენსორის მქონე კამერები DRAM მეხსიერებით, თუმცა Huawei-ს სიახლე უფრო ინოვაციურად გამოიყურება თხელი სმარტფონის ფონზე.

პიქსელების ზომა

Huawei-ს 40 მეგაპიქსელიან კამერას აქვს 0.9 მიკრონის ზომის პიქსელები, 20 მეგაპიქსელიან კამერას აქვს 1.0 მიკრონის ზომის პიქსელები და 8 მეგაპიქსელიან კამერას 1.12 მიკრონის ზომის პიქსელები. Sony-ს 19 მეგაპიქსელიან კამერას აქვს 1.22 მიკრონის ზომის პიქსელები და 12 მეგაპიქსელიან კამერას 1.55 მიკრონის ზომის პიქსელები. პიქსელების ზომა მნიშვნელოვანია ღამით გადაღების დროს, ამიტომ ამ შემთხვევაში უპირატესობა Sony-ს ენიჭება.

ზუმი

Huawei-ს აქვს მესამე კამერა “ტელეფოტო” ლინზით, რაც 3X ოპტიკური ზუმის ფუნქციაც ასრულებს, მას ასევე აქვს 5X უდანაკარგო ზუმი და 10X ციფრული ზუმი. Sony-ს კამერას აქვს 5X უდანაკარგო ზუმი და 8X ციფრული ზუმი, ამ შემთხვევაში უპირატესობა Huawei-ს ენიჭება.

ლინზები

Huawei-ს აქვს 27 მილიმეტრიანი ხედვით F1.8/F1.6 დიაფრაგმიანი და 80 მილიმეტრიანი ხედვით F2.4 დიაფრაგმიანი ლინზები, ლინზების რაოდენობა გახლავთ 6. Sony-ს კამერას აქვს F1.8 და F1.6 დიაფრაგმიანი 2.5 მილიმეტრიანი ფართო ხედვის კუთხის ლინზები, ლინზების რაოდენობა გახლავთ 7. ამ შემთხვევაში თანაბარი სიტუაცია გვაქვს, რადგან Huawei-ს მესამე კამერაც აქვს “ტელეფოტო” ლინზით, ხოლო ზონის 7 ლინზიანი კამერები აქვს უფრო ფარდო ხედვის კუთხით.

სტაბილიზაცია

Huawei-ს სამივე კამერას აქვს ოპტიკური-ელექტრონული სტაბილიზაცია, რომელიც ვიდეოს შემთხვევაში მხოლოდ FHD რეზოლუციაზე მუშაობს. Sony-ის ორივე კამერას აქვს 5 AXIS(არხიანი) ოპტიკურ-ელექტრონული სტაბილიზაცია, რომელიც 4K ვიდეო გადაღების დროსაც მუშაობს. ამიტომ სტაბილიზაციის შემთხვევაში უპირატესობა Sony-ს ენიჭება.

ფოკუსი

Huawei-ს კამერას აქვს ლაზერი, ფაზოვანი, კონტრასტის, 4D(მოძრავი ობიექტის ფოკუსი), ფერების კორექციის სენსორი და სიღრმისეული ფოკუსები. Sony-ს კამერას აქვს ლაზერული, ფაზოვანი, ორმაგი პიქსელის, RGBC-IR(წითელი, მწვანე, შავი და წმინდა ფერების აღქმის სენსორი, ასევე ინფრა წითელი პორტი კამერისთვის) და მოძრავი ობიექტის ფოკუსი. აქაც გვაქვს თანაბარი შედეგი.

პროცესორი

Huawei-ს აქვს ორმაგი 14 ბიტიანი სიგნალის მიმღები პროცესორი, რომელსაც ერთდროულად 940 მილიონი პიქსელის გადამუშავება შეუძლია(და არა გადაღება), მის შემადგენლობაში ასევე არის NPU პროცესორი 1.92T FP16 OPS სიმძლავრით, რომელიც სმარტფონის კამერას ეხმარება საუკეთესო პარამეტრების დაყენებაში და ასევე სწავლობს თქვენს მიერ გაკეთებულ პარამეტრებს, რომელსაც შემდეგ გთავაზობს. Sony-ს სმარტფონში გამოყენებულია Qualcomm-ის Hexagon™ 685-ის 14 ბიტიანი ორმაგი სიგნალის მიმღები პროცესო NPU პროცესორთან ერთად(NPU პროცესორის მნიშვნელობა ამავე აბზაცში განვმარტე), რომელსაც ერთდროულად 600 მილიონი ფაილის გადამუშავება შეუძლია და ასე კამერის გადაღების დროს ხმაურის მაქსიმალურად შესამცირებლად მულტი რაოდენობის ფოტოს აერთიანებს, შედეგად ვღებულობთ საუკეთესო გამოსახულებას. Sony-მ XZ2 Premium-ში კამერისთვის შემოგვთავაზა AUBE პროცესორი, რომელიც ორივე კამერას ეხმარება ერთდროულად მუშაობაში და ორივე კამერა იღებს ერთდროულად, მონოქრომულ და ფერად ფოტოს პროცესორი აერთიანებს(ასევე ვიდეოსაც), შემდეგ კი ვღებულობთ საუკეთესო ხარისხის ფოტოს ღამითაც და დღისითაც, ტრადიციიულაც Sony-ს სმარტფონში შემოთავაზებულია BIONZ პროცესორიც, რომელც კამერას პროგრამულად ეხმარება ფაილის დამუშავებაში. ამ ყევალფრის გათვალისწინებით რა თქმა უნდა უპირატესობა Sony-ს ენიჭება.

ISO მგრძნობელობა

Huawei-მ ღონისძიებაზე წარმოგვიდგინა, რომ P20 Pro-ს ISO102400 აქვს, რაც სმარტფონში დღეისთვის ყველაზე მაღალია, თუმცა პარამეტრებში მხოლოდ 3200-ს აჩვენებს და გაურკვეველია ამ მაჩვენებელზე როგორ ადის, თუმცა იგივე სიტუაცია გვხდება ძველ Sony-ს სმარტფონებზე! ანუ, ISO3200-ის ზემოთ თქვენი სურვილით ვერ გადართავთ მაჩვენებელს. მაგრამ კარგი, რადგან ISO მაჩვენებელი ფოტოზე Huawei-ს უფრო მაღალი აქვს(Sony-ს 51200 აქვს) და Sony-ს ვიდეო გადაღებაზე აქვს უფრო მაღალი 12800, ამ შემთხვევაში თანაბარი სიტუაციაა, თუმცა უფრო მაღალი ISO-თი გადაღებულით თუ პროცესორი და კამერის მახასიათებლები არ გვიწყობს ხელს, გამოსახულება უფრო “ხმაურიანი” გამოვა.

ვიდეო გადაღება

Sony-ში გვხდება 10 ბიტიანი 4K HDR ვიდეო გადაღება სტაბილიზაციით, ასევე Super SloMo ვიდეო გადაღება 960 კადრით წამში FHD და HD რეზოლუციებით. Huawei-ში გვხდება ტრადიციალური 4K ვიდეო გადაღება სტაბილიზაციის გარეშე და Super SloMo ვიდეო გადაღება HD რეზოლუციით 960 კადრით წამში. აქ უპირატესობა Sony-ს ენიჭება.

პროფესიონალური რეჟიმი

მიუხედავად იმისა, რომ Sony-საც აქვს პროფესიონალური რეჟიმი, Huawei-ს პროფესიონალური რეჟიმი უფრო მაღალი დონის და მრავალფუნქციურია, საერთოდაც Huawei ამ კატეგორიით ჯერჯერობით ლიდერია. ამიტომ უპირატესობა Huawei-ს ენიჭება.

გართობა

Huawei მჭიდროდ თანამშრომლობს Google-თან და იყენებს AR Core კამერის ტექნოლოგიას, რომელიც გულისხმობს რეალურ სამყაროში ალტერნატიული რეალობის შექმნას, მაგალითად ცარიელ ოთახში ავეჯის დადგმას და ფერების შეცვლას. მსგავსი ტექნოლოგია Sony-საც აქვს, მაგრამ Google-ის შედარებით უკეთესი ვარიანტია. თუმცა Sony-ს აქვს 3D სკანერის ფუნქცია, რომლითაც ნებისწმიერი საგანი ან პიროვნება შეგიძლიათ დაასკანეროთ და მიიღებს სამ განზომილებიან გამოსახულებაც, რომლის ამოპრინტერებაც კი შეგიძლიათ, ასევე შეგიძლიათ მისი განთავსება Facebook-ზე. ამ შემთხვევაში გვაქვს თანაბარი სიტუაცია, მაგრამ Huawei-ს მივანიჭებ უპირატესობას, სანამ Sony გამოიყენებს Google-ის AR Core ტექნოლოგიას.

 

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close