მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

Sony Xperia XZ2 Premium-ის ტექნიკური მახასიათებლები Uaprof-იდან: 6.2 დიუმიანი უჩარჩოო 4K+ ეკრანი

მოგეხსენებათ, რომ Sony ახალი 4K ფლაგმანური სმარტფონის რამდენიმე ვარიანტს ტესტავს, MWC ღონისძიებაზე Uaprof-ზე Xperia XZ2 Premium-ის ვარიანტი გამოჩნდა 16:9 ფორმატიანი ეკრანით, თუმცა ახალი ვერსიის მახასიათებლები საკმაოდ შთამბეჭდავია. მის შემადგენლობაშია 6.2 დიუმიანი 18:9 ფორმატიანი 4K+ ეკრანი 2160×4320 პიქსელ რეზოლუციით, 4020 მილიამპერიანი ბატარეა, 6 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება და 128 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერება.

XZ2 Premium-ის კორპუსი სიგრძეში შეადგენს 161 მილიმეტრს და სიგანეში 74 მილიმეტრს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკრანის თანაფარდობა კორპუსთან 83.26%-ს შეადგენს და ზომებით უტოლდება Galaxy S9+-ს.

შეგახსენებთ, რომ XZ2 Premium-ში ჩვენ ვიხილავთ გიგანტური ზომის ორმაგი კამერის სისტემას სუპერ მაღალი ISO მგრძნობელობით და Fusion პროცესორით.

Uaprof-ზე ნაჩვენები ტექნიკური მახასიათებლები შესაძლოა ნებისმიერ დროს შეიცვალოს, თუმცა უფრო დიდი შანსია დარჩეს. 17 აპრილს არის Sony-ს ახალი სმარტფონის 3 საათიანი ღონისძიება პეკიში, სადაც დიდი ვარაუდით ახალ 4K ფლაგმანურ სმარტფონსაც ვიხილავთ.

თეგები

ნოდარ სიხარულიძე

ჩემთვის მნიშვნელოვანია მკითხველს მივაწოდო ობიექტური ინფორმაცია და შევთავაზო საუკეთესო კონტენტი. ვცდილობ მაქსიმალურად სწრაფად და ხარისხიანად მოგაწოდოთ ინფორმაციები ტექნოლოგიური სამყაროდან და ამ მოტივაციის ყველაზე დიდი მიზეზი ისევ მკითხველის დიდი ინტერესია!

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close