მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

Sony Xperia XZ3: მსოფლიოში პირველი სმარტფონი 5G ტექნოლოგიით

რამდენიმე დღის წინ Sony-მ თავისი ახალი ფლაგმანური სმარტფონი Xperia XZ3 წამროგვიდგინა, სადაც განახლებულ დიზაინთან ერთად OLED ტიპის ეკრანიც ვიხილეთ და იმავე დღეს Sony-ს ახალი მოდელი საუკეთესო ეკრანის მქონე სმარტფონად იქნა აღიარებული ექსპერტებისგან.

მიუხედავად იმისა, რომ 5G ინტერნეტი კომერციულად ჯერ არ ჩაშვებულა და არც Snapdragon 845-ს აქვს ინტეგრირებული 5G მოდემი, Sony-მ თავის სმარტფონში არაინტეგრირებული 5G მოდემი Qualcomm X50 მაინც გამოიყენა და Xperia XZ3 იქცა მშოფლიოში პირველ სმარტფონად, რომელსაც 5G ტექნოლოგია აქვს. შეგახსენებთ, რომ Sony-მდე Motorola-მ შექმნა თავისი ახალი ფლაგმანური სმარტფონისთვის “მოდები:”, რომელსაც ასევე აქვს X50-ის 5G მოდემი, თუმცა ეს ხდება სმარტფონის გარეთ.

წელს 5G ტექნოლოგიით ასევე ვიხილავთ შემდეგ სმარტფონებს: Google Pixel 3, OnePlus 6T, Nokia 9, Xiaomi Mi Mix 3 და Lenovo Z5 Pro

თეგები

ნოდარ სიხარულიძე

ჩემთვის მნიშვნელოვანია მკითხველს მივაწოდო ობიექტური ინფორმაცია და შევთავაზო საუკეთესო კონტენტი. ვცდილობ მაქსიმალურად სწრაფად და ხარისხიანად მოგაწოდოთ ინფორმაციები ტექნოლოგიური სამყაროდან და ამ მოტივაციის ყველაზე დიდი მიზეზი ისევ მკითხველის დიდი ინტერესია!

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close