მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

Sony Xperia XZ3, XZ3 Premium და XZ3 Compact-ი Snapdragon 850-ის ჩიფსეტით გამოვა სექტემბერში

როგორც მოგეხსენებათ Qualcomm-მა ახალი ჩიფსეტები გამოუშვა! Snapdragon 850, რომელიც Snapdragon 845-ის ოდნავ გაძლიერებული ვარიანტია და Snapdragon 710, რომელიც სრულიად ახალი სერიის ჩიფსეტია და იმეორებს ფლაგმანურ მახასიათებლებს.

ინსაიდერის ცნობით Sony-ს ახალ ფლაგმანურ სმარტფოებიდან Xperia XZ3-ს ექნება Snapdragon 850-ის ჩიფსეტი და Xperia XZ3 Compact-ს Snapdragon 710-ის ჩიფსეტი. შეგახსენებთ, რომ Sony-მ ფლაგმანური კომპაქტური სმარტფონების გამოშვება შეწყვიტა და საშუალო კლასზე გადავიდა, თუმცა კამერის მახასიათებლები და დიზაინი ფლაგმანური სერიიდან იქნება აღებული, ისევე როგორც სახელი.

აქ საუბარი არის Xperia XZ3 Premium-ზეც, რომლის დეტალებიც ჯერჯერობით უცნობია.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close