მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

Sony Xperia XZ4: 21:9 ფორმატიანი უჩარჩოო ეკრანი, 5G ტექნოლოგია, 4 კამერა და გიგანტური ბატარეა

ჯერჯერობით უცნობია Sony გააგრძელებს თუ არა “XZ” სერიას, თუმცა სანამ აღნიშნული დეტალი გადაწყდება, მანამდე შეგვიძლია Sony-ს მომავალი ფლაგმანური სმარტფონი Xperia XZ4-ად მოვისაზროთ. Sony-ს მომავალ საშუალო კლასის და ფლაგმანური სერიის სმარტფონებში მსოფლიოში პირველად ვიხილავთ 21:9 ფორმატიან ეკრანებს, საშუალო კლასში FHD+ რეზოლუციის LCD ტიპის და ფლაგმანურ სმარტფონებში QHD+ რეზოლუციის OLED ტიპის ეკრანებით.

რაც შეეხება Xperia XZ4-ს, მასში 21:9 ფორმატიან QHD+ რეზოლუციის OLED ეკრანთან ერთად ასევე ვიხილავთ ორმაგ წინა კამერას, ორმაგ გიგანტური სენსორის მქონე მთავარ კამერას AUBE პროცესორით, დიდი ზომის ბატრეას, თითის ანაბეჭდის ბიომეტრიულ სკანერს გვერდზე პანელზე და ახალ დიზაინს, რომელიც გამორიცხავს უკან მომრგვალებულ ფორმას. XZ4-ში ასევე ვიხილავთ 5G ტექნოლოგიიას და Snapdragon 8150-ის ჩიფსეტს.

ახალი PREMIUM სერიის სმარტფონი 17:9 ფორმატიანი 4K რეზოლუციის OLED ეკრანით წარსდგება, რომელიც განთვილი იქნება კონტენტებისთვის, გაიზრდება ეკრანის ზომაც და ბატარიის ზომაც, თუმცა კონრეტული მახასიათებლები ჯერჯერობით უცნობია.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close