მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

Sony Xperia XZ4 Compact-ის ოფიციალური დიზაინი და ტექნიკური მახასიათებლები

მიუხედავად იმისა,რომ როგოც უკვე ცნობილია Sony-ს ფლაგმანური XZ სერია სხვა სახელიც ჩანაცვლდება, მაინც მოიხსენიებენ ახალ ფლაგმანებს XZ4 სერიად, შესაბამისად კომპაქტურ ვარიანტსაც XZ4 Compact-ით ვინცობთ ჯერჯერობით,მაგრამ მისი სახელი სავარაუდოთ Xperia V1 იქნება და მისი ოფიციალური დიზაინის რენდერი უკვე გამოაქვეყნა OnLeaks-მა.

რენდერის მიხედვით, მას 5 დიუმიანი სტანდარტული ზომის OLED ეკრანი ექნება, წინა პანელზე სტერეო დინამიკებსაც ვხედავთ და წინა კამერას ნათებასთან ერთად. მართალია უჩარჩოო დიზაინი არ არის, თუმცა სტერეო დინამიკებს და კომპაქტურ ზომებს თუ გავითვალისწინებს, ტრადიციული დიზაინის მოყვარულებს 2019 წელსაც ექნებათ შესანიშნავი სმარტფონი. უკანა პანელზე ერთი მთავარი კამერა არის განთავსებული, რაც მისი უფრო ძმის სამმაგი კამერის სისტემისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული ვარიანტია. ასევე ვხედავთ გვერდზე პანელზე განთავსებულ თითის ანაბეჭდის ბიომეტრიულ სკანერსაც.ერთი სიტყვით დიზაინი გასული წლებიდან კარგად ნაცნობი Xperia Z3-იდან არის აღებული. შესაძლოა სასიხაურლი იყოს ის ფაქტიც, რომ აღნიშნულ სმარტფონს 3.5 მილიმეტრიანი აუდიო ჯეკიც აქვს და სიგანეში მხოლოდ 66.5 მილიმეტრისაა.

 

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close