მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

Xperia XZ4(Xperia N1): Sony-ს ახალი 4K სმარტფონი

Sony-ს ახალი ფლაგმანური სმარტფონის გამოსვლამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ინსაიდერის ცნობით მას 9 იანვარს ან MWC ღონისძიებაზე ვიხილავთ და მის შემადგენლობაში იქნება ისეთი ტექნიკური მახასიათებლები, რომელიც სხვაგან ჯერ არ შეგვხვედრია. მათ შორის 6.5 დიუმიანი 21:9 ფორმატიანი 4K რეზოლუციის RGBW ეკრანი(1620×3840 პიქსელ გარჩევადობით). სამმაგი მთავარი კამერის სისტემა, საიდანაც ერთი არის ToF კამერა 3D გამოსახულებებისთვის და ერთიც გიგანტური ზომის 38 ან 48 მეგაპიქსელიანი კამერა. 5G ტექნოლოგია, რომელიც Snapdragon 855-ის ჩიფსეტთან ერთად ექნება და 128 გიგაბაიტიანი UFS3.0 შესანახი მეხსიერება.

ასევე აღსაღნიშნავია დიდი ზომის ბატარია(ინსაიდერის ცნობით 4300 მილიამერიანი), თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი გვერდზე პანელზე, Android 9 Pie ოპერაციული სისტემა განახლებული ვარიანტით და 8 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close