მთავარი

Tencent-მა Snap Spectacles-ის მსგავსი ჭკვიანი სათვალე წარადგინა

ჩინურმა ტექ გიგანტმა კომპანიამ, Tencent-მა ვიდეოს ჩამწერი სათვალეები წარგვიდგინა, რომელიც ძალიან მსგავსია Snap-ის Spectacles-ისა. აღნიშნულ პროდუქტს წინ აქვს კამერა ვიდეოს გადასაღებად. Spectacles-ის პირველი თაობის სათვალეების გაყიდვებმა ვერ გაამართლა, უფრო მეტიც, კომპანიას 40 მილიონიანი (აშშ დოლარში) ზარალი მოუტანა. ამასთანავე, Tencent-ის პროდუქტს, წინ კამერის ირგვლივ, Spectacles-სგან განსხვავებით არ აქვს უშნო ყვითელი რგოლი. ის შავია და Snap-ის მეორე თაობის სათვალეს უფრო წააგავს.

Tencent-ის ჭკვიანი სათვალეები ოფიციალურად არაა წარდგენილი, თუმცა კომპანიაში იუწყებიან, რომ Apple-ის App Store-ზე მათ უკვე განათავსეს აპლიკაცია, რომელსაც სათვალე ბლუთუსის საშუალებით უკავშირდება. რაც შეეხება მონაცემებს, სათვალე აღჭურვილია 8 მეგაპიქსელიანი კამერით, რომელსაც შეუძლია ვიდეო გადაღება, გაფართოებით 720p ან 1080p HD რეზოლუციით. სათვალეს აქვს ასევე დისტანციურად გადაღების შესაძლებლობა, სხვადასხვა რეჟიმი, აპლიკაციაში ატვირთვა და ა.შ.

აქვე გაცნობებთ, რომ ამჟამად Tencent-ი Snap-ის უმსხვილესი ინვესტორი გახლავთ, კომპანიის 17 პროცენტიანი წილით. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ Tencent-ი სრულად ფლობს Riot Games-ს, რომლის ნამუშევარიცაა ცნობილი ონლაინ თამაში, League of Legends-ი. აღნიშნული ჭკვიანი სათვალეები კი ხელმისაწვდომი იქნება 11 ნოემბრიდან.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close