მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

TOP 5 კამერის აპლიკაცია, რომელიც დაგეხმარებათ გადაიღოთ “იდეალური ფოტო”!

 არის შემთხვევები, როცა სასურველი სმარტფონის შეძენისას მისი კამერის აპლიკაცია ვერ გაკყმაყოფილებთ და თქვენი სმარტფონისგან მეტის წყურვილი გიჩნდებათ. სწორედ ამიტომ დღეს წარმოგიდგენთ 5 საუკეთესო კამერის აპლიკაციას, რომლითდაც შეძლებთ შედევრების შექმნას.

1) Camera+

camera apps - camera plus

აღნიშნული აპლიკაცია წელს გახდა ხელმისაწვდომი და მალევე პოპულარულობაც მოიპოვა. აპლიკაციის დამხმარებით თქვენ შეძლებთ: ფოკუსისი გასწორებას თქვენი სურვილის შესაბამისად,პორტრეტის გადაღებას, მაკრო რეჟიმით სარგებლობას და ა.შ

აპლიკაციას აქვს რამდენიმე ძირითადი ფოტო რეგულირების ფუნქციები, მრავალფეროვანი ფილტრები და სცენის რეჟიმები. სხვადასხვა ლანდშაფტების, საზღვრების, ჩარჩოების და HDR პარამეტრები. Camera+ ინტელექტუალური კორექტირებას უკეთებს თქვენს გადაღებულ ფოტოს. აქვე დავამატებ იმასაც რომ აპლიკაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ iOS-ის მომხმარებლებისთვის.

არსებობს ასევე აპლიკაციაში Lightbox, რომელშიც ინახება Cemera+-ით გადაღებული ფოტოები.

ჩამოტვირთვა: Camera+ Lite iOS (უფასო)
ჩამოტვირთვა: Camera+  iOS ($2.99)

2)Camera Zoom FXcamera apps - camera zoom fx

ეს აპლიკაცია განკუთვნილია Android-ის მომხმარებლებისთვის, რომლის დახმარებით თქვენ არცერთ სასურევლ კადრას გამოტოვებთ. რადგან, მას შუძლია ძალინ ბევრი ფოტოს გადაღება უმოკლეს დროში. ასევე მას აქვს RAW ფორმატის ფოტოს გადაღების ფუნქცია, რომელიც გამოსახულების დამუშავებისთვის მნიშვნელოვანია.

ჩამოტვირთვა: Camera ZOOM FX  Android (უფასო)
ჩამოტვირთვა: Camera Zoom FX Premium  Android ($3.99)

3) Manual Raw Сustom Exposure Cameracamera apps - manual

ვისაც გიყვართ ხელით მართვადი პარამეტრების რეჟიმი, ეს აპლიკაცია ზუსტად თქვენთვისაა და მისი დახმარებით თქვენ შეგეძლებათ: გადაღების სისწრაფის დარეგულირება, ISO ბალანსის კონტროლი, ავტოფოკუსის გასწორება და ბევრი სხვა. ეს აპლიკაცია განკუთვნილია მხოლოდ iOS მომხარებლებისთვის.

ჩამოტვირთვა: Manual  iOS ($3.99)

4) Open Cameracamera apps - open camera

 

 

 

 

 

 

 

 

ვინც იყენებთ არაოფიციალურ Android სისტემებს, ბევრი დამეთანხმება, რომ პრობლემა იქმნება კამერაზე, რადგან ბევრ მოდიფიცირებულ სისტემაზე არ არის ხელმისაწვდომი კამერის აპლიკაცია ან სულაც ვერ აღიქვავს მოწყობილობის კამერას. სწორედ ამიტომ ეს აპლიკაცია მორგებადია თითქმის ყველა მოდიფიცირებულ სისტემაზე, რომლითაც შეგიძლიათ არეგულიროთ სხვადასხვა პარამეტრები.

Download: Open Camera Android (უფასო)

5)Google Photosgoogle photos-ის სურათის შედეგი

 

დიახ არ მოგესმათ, საუბარი მაქვს Google Photos-ზე! ზოგიერთმა მათგანმა იცის მისი არსებობის შესახებ, მაგრამ არ ან ვერ იყენებს და ახლა აგიხსნით თუ რისთვისაა ეს აპლიკაცია. Google Photos აპლიკაციის მეშვებით თქვენ გაქვთ 15Gb ღრუბლოვანი მეხსიერება(Google-ის სმარტფონებისთვის ულიმიტო), რომელშიც ფოტო და ვიდეო მასალის ატვირთვა შეგიძლით და თქვენ უსფრთხოდ იგრძნობთ თავს მისი განადგურების საფრთხისგან! ასევე ამ აპლიკაციას შუძლია თვითონვე დაამუშავოს ფოტო და გაგაცნოთ მოგწონთ თუ არა შერჩეული პარამეტრები.

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შესაძლოა დაგაინტერესოთ!

Close
Close