თამაშებიმთავარისიახლეებიჩიპსეტები

TSMC-მ 3 ნანომეტრიანი ჩიფსეტების წარმოებისთვის 19 მილიარდიანი ინვესტიცია ჩადო

ჩიფსეტების მწარმოებელმა კომპანია TSMC-მ (სადაც იწყობა Apple-ის, Qualcomm-ის, Huawei-ს და Mediatek-ის ჩიფსეტები) 3 ნანომეტრიანი არქიტექტურის ჩიფსეტების წარმოებაში 19 მილიარდი ამერიკული დოლარი ჩადო. ჩიფსეტების წარმოება 2022 წლის ბოლოს დაიწყება და რელიზი 2023 წლის დასაწყისში შედგება.

მანამდე კი შეგახსენებთ, რომ პირველ 7 ნანომეტრიან ჩიფსეტს TSMC კომპანია Huawei-ს უმზადებს, რომელიც მსოფლიოში პირველი 7 ნანომეტრიანი ჩიფსეტი იქნება. ხოლო 5 ნანომეტრიანი ჩიფსეტებით სმარტფონები 2020 წელს გამოვა.

შეგახსენებთ, რომ რაც უფრო ნაკლებია ჩიფსეტის მოცულობა, სმარტფონის ბატარეაც უფრო მეტაც ენერგო-ეფექტურია.

 

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close