ბლოგითვისსიახლეებიტექსტური

V-Moda-ს უახლესი BassFit ყურსასმენები მომხიბლავი დიზაინით

აუდიო პროდუქციის მწარმოებელმა კომპანიამ, V-Moda-მ წარმოადგინა უახლესი, ყურზე წამოსაცმელი ფიტნეს ყურსასმენები – BassFit-ი. კომპანიის თქმით, „TriFit დიზაინი“ ეს არის პროდუქტის სამი სხვადასხვა ვარიანტი ყურზე უკეთ მოსარგებად.

პირველი TriFit ვერსია გვთავაზობს ყურის გარშემო მომრგვალებულ დრეკად მასალას, რომლის მეშვეობითაც ყურსასმენის პატარა თავები ყურში უკეთ ჩერდება. მეორე ვარიანტი, ეს არის პატარა კაუჭის ფორმის ყურსასმენის თავები. ხოლო მესამე – წინა ორი ვარიანტის ერთობლიობას ქმნის.

ც BassFit-ი იწონის 17 გრამს, არის წყალ და ოფლ გამძლე. აქვს AptX და AptX აუდიო კოდეკების მხარდაჭერა. ასევე, ყურსასმენი შეგიძლიათ ერთდროულად ორ მოწყობილობასთან დააკავშიროთ. BassFit-ს აქვს სწრაფი დამუხტვის შესაძლებლობაც, 15 წუთი დატენვის შემთხვევაში ორ საათ ნახევარი შეძლებთ მუსიკის მოსმენას. ხოლო სრული დამუხტვისას, 11 საათიანი ხანგრძლივობით მუსიკის დაკვრაა შესაძლებელი.

როგორც ბევრ სხვა Bluetooth ყურსასმენს, BassFit-საც აქვს Google Assistant-ისა და Siri-ს მხარდაჭერა. უნდა აღინიშნოს, რომ ყურსასმენს არ გააჩნია არც ფიტნეს ტრეკინგ ფუნქცია და არც აპლიკაცია. ყურსასმენები ხელმისაწვდომია შავ და თეთრ ფერებში, ხოლო მისი ფასი კი 130$-ს შეადგენს.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close