მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

vivo-მ გამოუშვა სმარტფონი NEX ორი ეკრანით, 3 კამერით და 10 გიგაბაიტიანი ოპერატიულით

vivo ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი სმარტფონების ბრენდია მსოფლიოს ბაზარზე, რომელმაც წლის დასაწყისში სრულიად უჩარჩოო სმარტფონი NEX-ი შემოგვთავაზო ამოსაწევი წინა კამერით, ახლა კი მის განახლებულ ვარიანტს ამოსაწევი წინა კამერის ნაცვლად მეორე 5.49 დიუმიანი FHD რეზოლუციის OLED ეკრანი დაუმატა, რომელიც მთავარ 6.39 დიუმიანი ეკრანის მსგავსად მუშაობს და მისი გამოყენება ძირითადად გათვლილია ვიდეო ზარებისთვის, რადგან მთავარი ეკრანის მხარეს კამერას ვერ იხილავთ.

სამმაგი მთავარი კამერის სისტემიდან ერთი 12 მეგაპიქსელიანია, მეორე დამხმარე 2 მეგაპიქსელიანი და მესამე ToF კამერა გახლავთ, რომელიც 3D გამოსახულებების გადასაღებად გამოიყენება.

სმარტფონის მხოლოდ ერთი ვარიანტად, 10 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერებით და 128 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერებით გვხდება, რომლის ფასიც მხოლოდ 720 ამერიკულ დოლარს შეადგენს.

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close