მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

VIVO NEX: მსოფლიოში პირველი სურლიად უჩარჩოო სმარტფონი ამოსაწევი კამერით

ალბათ გახსოვთ, ბარსელონაში MWC ღონისძიებაზე VIVO-მ კონცეფციური სმარტფონი APEX გამოუშვა, რომელსაც სრულიად უჩარჩოო დიზაინი და ამოსაწევი კამერა ჰქონდა. VIVO-მ პროექტი სისრულეში მოიყვანა და უკვე 12 ივნისს შედეგა ოფიციალური ღონისძიება, სადაც წარმოგვიდგენს NEX სერიის სმარტფონებს. წარმოდგენილი იქნება ორი ვერსია, NEX S და NEX A, Snapdragon 845-ის და Snapdragon 710-ის ჩიფსეტებით, ხოლო დიზაინში განსხვავება არ იქნება.

ორივე მოდელის შემადგენლობაში ვიხილავთ 6.59 დიუმიან FHD+ რეზლუციის ეკრანს, 8 გიგაბაიტიან ოპერატიულ მეხსიერებას, 128 გიგაბაიტიან შესანახ მეხსიერებას, 4000 მილიამპერიან ბატარეას და Android 8.1 ოპერაციულ სისტემას. საინტერესოა კამერის ტექნოლოგიაც, უკანა პანელზე ორმაგი კამერის სისტემას ვიხილავთ, საიდანაც ერთი იქნება “ორ ბირთვიანი” 12 მეგაპიქსელიანი სენსორი, რომელიც 24 მეგაპიქსელიან ფოტოებსაც გადაღებს და დამხმარე კამერად 5 მეგაპიქსელიანი სენსორი, რომელიც პორტრეტების გადაღებაში დაგხვეხმარება. წინა კამერა ამოსაწევი დიზაინით იქნება 8 მეგაპიქსელიანი სენსორით.

თითის ანაბეჭდის ბიომეტრიულ სკანერს ეკრანში ჩაშენებულს ვიხილავთ, VIVO ამ მხრივ ლიდერია და უკვე რამდენიმე სმარტფონში შემოგვთავაზა ეკრანში ჩაშენებული თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი.

თეგები

ნოდარ სიხარულიძე

ჩემთვის მნიშვნელოვანია მკითხველს მივაწოდო ობიექტური ინფორმაცია და შევთავაზო საუკეთესო კონტენტი. ვცდილობ მაქსიმალურად სწრაფად და ხარისხიანად მოგაწოდოთ ინფორმაციები ტექნოლოგიური სამყაროდან და ამ მოტივაციის ყველაზე დიდი მიზეზი ისევ მკითხველის დიდი ინტერესია!

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შესაძლოა დაგაინტერესოთ!

Close
Close