მთავარი

vivo NEX სერიის სრულიად უჩარჩოო სმარტფონები ეკრანში ჩაშენებული ბიომეტრიული სკანერით

vivo-მ ოფიციალურად გამოუშვა ახალი ფლაგმანური სმარტფონები NEX S და NEX A, რომლებსაც 6.59 დიუმიანი ეკრანით აქვთ კორპუსთან 91.24 პროცენტიანი თანაფარდობით. NEX S-ის შემადგენლობაში ასევე გვხდება ეკრანში ჩაშენებული თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი, ხოლო NEX A მოდელში თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი უკანა პანელზე გვხდება. ასევე განსხვავება არის ჩიფსეტების შემთხვევაშიც! NEX S მოდელზე გვხდება Snapdragon 845-ის ჩიფსეტი და NEX A მოდელზე Snapdragon 710-ის ჩიფსეტი.

ორივე სმარტფონების შემადგენლბაში გვხება სპეციალური თამაშებისთვის განკუთვნილი ძრავი, რომელიც 30%-ით ზრდის პერფომანსს. ასევე გვხდება ორმაგი 12+5 მეგაპიქსელიანი Sony IMX363-ის კამერის სისტემა, 8 მეგაპიქსელიანი ამოსაწევი წინა კამერა, 6/8 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, 128/256 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერება, 4000 მილიამპერიანი ბატარეა სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგიით, Android 8.1 ოპერაციული სისტემა, AI კამერის ალგორითმი, Jovi ხელოვნური ინტელექტი/ხმოვანი ასისტენტი, ეკრანში ჩამალული დინამიკი და ეკრანში ჩამალული სენსორები.

Snapdragon 710-ის ვერსია 6 გიგაბაიტიანი ოპერატიული და 128 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერებით ეღირება 600 ამერიკული დოლარი, Snapdragon 845-ის ვერსია 8 გიგაბაიტიანი ოპერატიული და 128 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერებით ეღირება 700 ამერიკული დოლარი, ხოლო 256 გიგაბაიტიანი ვერსია მხოლოდ 780 ამერიკული დოლარი ეღირება.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close