მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

Xiaomi-მ ახალი გეიმერული სმარტფონი Black Shark წარადგინა

ალბათ ყველამ გაიგეთ შარშან, როდესაც ცნობილმა კომპანია Razer-მა წარადგინა თავისი გეიმერული სმარტფონი, რომელიც ორიენტირებულია, რათა მაქსიმალურად კარგი სათამაშო გარემო შეგიქმნათ Dolby-ს სტერეო დინამიკებით და 120Hz-იანი ეკრანით, ხოლო სულ რამდენიმე დღის წინ Xiaomi-მ წარადგინა ახალი გეიმერული სმარტფონი სახელად Black Shark. საერთოდაც, რამდენად დიდი მომავალი აქვს გეიმერულ სმარტფონებს ჯერ კიდევ საკითხავია და პასუხის მიღებაც დროს მივანდოთ.Xiaomi Black Shark-ის სურათის შედეგი

რაც შეეხება ტექნიკურ მონაცემებს, მის შემაგებლობაშია Snapdragon 845-ის ჩიფსეტი, 8 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება და 4000 მილიამპერიანიბატარია. Xiaomi Black Shark-ი წარმოდგენილი არის 5.99 ინჩიანი 18:9 ფორმატისა და Full HD+ რეზოლუციის OLED MEMS ეკრანით, რომელიც გრაფიკული შესაძლებლობების მაქსიმუმს გვპირდება. სმარტფონი სრულიად ახალ წყლის გაგრილების სისტემას იყენებს, რომელიც პროცესორს 8 გრადუსამდე სიგრილეს ანიჭებს, რის შედეგადაც სმარტფონი არ გადახურდება.Xiaomi Black Shark-ის სურათის შედეგი

Black Shark წარმოდგენილია ორი მთავარი 12 MP f/1.75 + 20 MP f/1.75-იანი და 20MP-იანი სელფის კამერით. ამავდროულად Xiaomi-ს თქვენთვის საჩუქარი აქვს პირველ 50,000 მყიდველს საჩუქრად შეხვდება დამატებითი მოდი, კონტროლერის ფუნქციით, რომელსაც ცალკე ბატარია გააჩნია და Bluetooth-ით უკავშირდება სმარტფონს.

მისი უარყოფით თვისები კი ის გახლავთ რომ მას არ აქვს 120Hz-იანი ეკრანი. ასევე  სმარტფონს არ აქვს მეხსიერების გაზრდის საშუალება MicroSD ბარათით. მისი ფასი კი მონაცემების მიხედვით დაახლოებით $477/$557-ია.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close