მობილური სამყაროსიახლეები

Xiaomi-ს ახალი გეიუმერული სმარტფონი Black Shark Hello, რომელსაც მსოფლიოში პირველად აქვს 10 გიგაბაიტიანი ოპერატიული.

Xiaomi სმარტფონების ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული ბრედნია, რომელიც ნამდვილად საინტერესო და ხელმისაწვდომ სმარტფონებს გვთავაზობს უკვე პრემიუმ კლასის სეგმენტშიც. Xiaomi-ს ახალი გეიმერული სმარტფონი საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება.

Black Shark-ის მსგავსად Black Shark Hello-საც აქვს 6 დიუმიანი ეკრანი, ორმაგი 20+12 მეგაპიქსელიანი კამერა, 4000 მილიამპერიანი ბატარეა, Snapdragon 845-ის ჩიფსეტი, სამწხუხაროდ კვლავ USB 2.0, სამწუხაროდ კვლავ Android 8.0 ოპერაციული სისტემა და კვლავ არ არის 120 ჰერცის სიხშირის ეკრანი. თუმცა შეიცვალა დიზაინი, ბიომეტრიულმა სკანერმა წინა პანელიდან უკანა პანელზე გადაინაცვლა, ხოლო უკანა პანელი შუშის გახდა. ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე მისი ოპერატიული მეხსიერებაა, რაც სმარტფონს უფრო სწრაფს ხდის და მსოფლიოში პირველად შემოთავაზებულია 10 გიგაბაიტიანი ვარიანტი 256 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერებით, თუმცა აღნიშნულის ფასი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ცნობილია 6 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერების ვარიანტის ფასი, რომელიც გახლავთ 450 ევრო.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close