Androidმთავარიმობილური სამყაროოპერაციული სისტემასიახლეები

Xiaomi-ს ახალი სამომხმარებლო სისტემის MIUI10-ის მიმოხილვა

Android ოპერაციული სისტემის განახლებებთან ერთად Xiaomi გვთავაზობს საკუთარო სამომხმარებლო სისტემის განახლებებსაც, ახლა კი მისი ბოლო ვერსია MIUI10-ის მიმოხილვას წარმოგიდგენთ.

მთლიანი ეკრანის რესურსის გამოყენება

თქვენ უკვე შესაძლობლა გაქვთ გააქროთ ეკრანზე არსებული სენსორული ღილაკები და მთლიანად ჟესტებით მართვაზე გადახვიდეთ.

იმ შემთხვევაში თუ ეკრანის ქვემოთა შუა ნაწილიდან გაუსვამთ თითს, თქვენ მოხვდებით აპლიკაციების მენიუში, ქვემოთა მარცხენა ნაწილიდან თითის ასმით თქვენ გადახვალთ ბოლო ჩაკეცილ აპლიკაციებში, მარცხენა გვერდზე პანელის შუა ნაწილიდან თითის გასმით თქვენ გადახვალთ წინა ქმედებაზე, ხოლო ამ უკანასკნელი მოქმედების განმეორებით და თითის არ აშვებით, თქვენ მოხვდებით ჩაკეცილ აპლიკაციების ფანჯარაში.

შეიცვალა ჩანაწერების, ამინიდის და კალკულატორის აპლიკაციების დიზაინი თუმცა მხოლოდ ვიზუალური მხარე. შეტყობინებების პანელიდან ამოღებულია ზედმეტი ინფორმაცია, ახლა მხოლოდ ბოლოს შემოსულ შეტყობინებებს გიჩვენებთ სხვადასხვა აპლიკაციებიდან.

სისტემაში დაემატა სხვადასხვა ბუნებაში არსებული ხმები: წვიმის, სანაპიროს, ტყის, საღამოს და ცეხლის. აღნიშნული ხმები ირთვება საათების და ამინდის მიხედვით.

ახალ სისტემაში სამომხმარებლო ინტერფეისი უფრო ასწრაფდა წინა სისტემებთან შედარებით, რაც აპლიკაციების მუშაობაშიც იგრძნობა. XIaomi გვთავაზობს თავისი სისტემის სხვა ბრენდის სმარტფონთან შედარებას ერთნაირი დონის სმარტფონების შემთხვევაში.

კამერა

აღარ არსებობს გამორჩეული მოდელი AI ტექნოლოგიის გამოყენებისთვის, ახლა უკვე ყველა იმ სმარტფონზე, რომელიც მიიღებს MIUI10 განახლებას, ექნება AI ტექნოლოგიის კამერის ალგორითმი. AI ალგორითმი იმუშავებს წინა და მთავარი კამერის შემთხვევაშიც, მათ შორის აღსაღნიშნავია პორტრეტული რეჟიმის გაუმჯობესება ორივე კამერის შემთხვევაში.

Redmi Note 4-ის წინა კამერა განახლებამდე და განახლების შემდეგ:

Redmi Note 3-ის მთავარი კამერა განახლებამდე და განახლების შემდეგ:

ორი პროფილი

თქვენ შეგიძლიათ შეიყვანოთ სხვადასხვა მომხმარებლის მონაცემები თქვენს სმარტფონში და ორივე პროფილში გქონდეთ სრულიად განსხვავებული აპლიკაციები, სამომხმარებლო ინტერფეისის დიზიანი და სხვადასხვა ინფორმაცია, რომელიც არ გინდათ სხვებმა იცოდნენ.

სმარტფონები, რომლებიც მიიღებენ განახლებას!

ივლისში განახლებას მიიღებს შემდეგი სმარტფონები: Mi MIX 2, Mi 6, Mi 5s Plus, Mi 5s, Mi 5, Mi 4, Mi 3, Mi Note 2, Mi Max 2, Mi Max, Redmi Note, Redmi 5 Plus, Redmi Note 5A, Redmi Note 5A Prime, Redmi Note 4 MTK, Redmi Note 4X, Redmi Note 3 Qualcomm, Redmi 5, Redmi 5A, Redmi 4, Redmi 4A, Redmi 3S, Redmi Y2, Redmi Y1 Lite, Redmi Y1.

 

თეგები

ნოდარ სიხარულიძე

ჩემთვის მნიშვნელოვანია მკითხველს მივაწოდო ობიექტური ინფორმაცია და შევთავაზო საუკეთესო კონტენტი. ვცდილობ მაქსიმალურად სწრაფად და ხარისხიანად მოგაწოდოთ ინფორმაციები ტექნოლოგიური სამყაროდან და ამ მოტივაციის ყველაზე დიდი მიზეზი ისევ მკითხველის დიდი ინტერესია!

დაკავშირებული სტატიები

3 thoughts on “Xiaomi-ს ახალი სამომხმარებლო სისტემის MIUI10-ის მიმოხილვა”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close