ბლოგისიახლეებიტექსტური

Xiaomi-ს 150 ინჩიანი ლაზერული პროექტორი 2000$-ად!

გასულ თვეს, New York City-ში ღონისძიებაზე Xiaomi-მ პირველი 150 ინჩიანი ლაზერული პროექტორი წარმოადგინა, ექსკლუზიურად Walmart-ზე. მისი ფასი 1999$-ი იქნება. ეს გახლავთ კომპანიისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი ამერიკის ბაზარზე გაფართოებისთვის.

იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ პროექტორს 1920 x 1080p რეზოლუცია აქვს, ის საკმაოდ ძვირია. Xiaomi-მ განაცხადა, რომ მას ჯერ-ჯერობით არ აქვს სამომავლო გეგმები 4K ვერსიის გამოშვებაზე. აქვე გეტყვით, რომ 2016 წლის 1080p პროექტორები გაცილებით იაფი ღირს.

მაგრამ Xiaomi-ს ლაზერულ პროექტორს დადებითი მხარეებიც აქვს. მაგალითად, სხვა პროექტორებთან შედარებით, კედლიდან 20 ინჩის დაშორებით ის არ კარგავს სიკაშკაშეს, სურათის გამოსახულების ხარისხსა და კონტრასტულობას. ასევე პროექტორს მაღლა აქვს დეტექტორი, რომელიც თქვენი ლაზერთან მიახლოებისას თიშავს მას, რათა არ დაიზიანოთ თვალები. მოწყობილობის მართვა შესაძლებელია Google Assistant-ითაც.

პროექტორი აღჭურვილია სამი HDMI 2.0 და ორი USB პორტებით. ასევე გააჩნია Wi-Fi-სა და Bluetooth-ის თავსებადობა. მას აქვს ოთხი დინამიკი და Dolby-ის ხმის სისტემა, რომელიც Mi Laser Projector-იდან ისმის თავისი მინიმალური ბასით. საბოლოო ჯამში Xiaomi-ს ნამდვილად კარგი მოწყობილობა გამოუვიდა, თუ არ ჩავთვლით მის მაღალ ფასს.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შესაძლოა დაგაინტერესოთ!

Close
Close