ბლოგიგანხილვებიმთავარიმობილური სამყაროსიახლეებიტექსტურიტექსტური

Xiaomi Mi 8 სერიის ახალი სმარტფონები iPhone X-ის სტილში წარადგინა

ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ  მისი  8 წლისთავისადმი გამართულ ღონისძიებაზე წარადგინა 3 უახლესი მოდელი Xiaomi Mi 8; Mi 8 SE და Mi 8 Explorel Edition.

პირველ რიგში დავიწყებ დიზაინით ალბათ თქვენც შეამჩნევთ, რომ ეს 3 მოდელი დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან თუ არ ჩავთლით Explorer Edition-ის გამჭვირვალე უკანა შუშას. აშკარაა, რომ დიზაინის ინსპირაცია iPhone X-სგან აქვთ აღებული, რაც უკვე გასაკვირი არაა, რადგან თითქმის ყველა წლევანდელი ფლაგმანი ეკრანში შეჭრილი კამერით ე.გ კუნძულით გამოირჩევა.

ახლა კი გადავიდეთ ტექნიკურ მახასიათებლებზე. Xiaomi Mi 8 და Mi 8 Explorer Edition-ს გააჩნია თითქმის ერთნაირი მონაცემები, ისინი აღჭურვილია 6.21 ინჩიანი HD + SUPER AMOLED ტიპის ეკრანით, ასევე მათ შემადგენლობაში შედის Qualcomm Snapdragon-ის უახლესი სერიის ჩიფსეტი ‘’Snapdragon 845’’ გრაფიკაზე კი პასუხისმგებელია ასევე უახლესი ‘’Adreno 630’’, ხოლო შესანახი და ოპერატიული მეხსიერება წარმოდგენილია სამ ვარიანტად: 6/64GB; 6G/128GB; და  6/256GB.  ასევე Explorer Edition-ის შეძენის შემთხვევაში არსებობს 8GB ოპერატიულით და 256GB შიდა მეხსირებით ვარიანტი. რაც შეეხება ბატარიას მას გააჩნია სწრაფი დამუხტვის ფუნქცია ‘’Qualcomm Quick Charge 4.0’’ასევე ისიც ორ ვარიანტადაა წამოდგენილი სტანდარტულ ვერსიას  3000 მილიამპერი ზომის ელემენტი აქვს, ხოლო Explorer Edition-ს 3400 მილიამპერი.

ახლა ცოტა კამერაზეც ვისაუბროთ:  მთავარი კამერა აღჭურვილია ორმაგი კამერის კონფიგურაციით პირველი კამერა 12 მეგაფიქსელიანია 1.8 დიაფრაგმის ზომით, მას გააჩნია ოპტიკური სტაბილიზაცია და ოპტიკური ზუმი. მეორე კამერაც არის 12 მეგაფიქსელიანი 2.4 დიაფრაგმით და 2X  ზუმით. წინა კამერად წარმოდგენილია 20 მეგაფიქსელი ზომის სენსორი, პორტრეტის რეჟიმის მხარდაჭერით, რომელიც ნამდვილად არ დასწყვიტავს გულს ‘’სელფის’’ მოყვარულებს. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ ცნობილი კომპანიის DxoMark-ის კამერის ტესტებში მშვენიერი შედეგი აჩვენა.

როგორც მაღლა ავღნიშნე განსხვავება არც ისე დიდია ტექნიკურ მხარეში მაგრამ არ შეიძლება არ აღინიშნოს ის ფაქტი რომ Mi 8 და Mi 8 Explorel Edition-ს გააჩნია 3D სახის სკანერი, რომელიც მუშაობს ინფრაწითელი სინათლით რაც უზრუნველყოფს მეტ უსაფრთხოებას და სწრაფ მოქმედებას, ხოლო Explorel Edition-ს ეკრანში აქვს ჩაშენებული თითის ანაბეჭდის სკანერი რომელიც Vivo X21-შიც გხვდება, სტანდარტულ Mi 8-ს კი კორპუსის უკანა მხარეს აქვს ანაბეჭდის სენსორი.

ახლა კი გადავიდეთ ბიუჯეტურ მოდელზე Xiaomi Mi 8 SE-ზე

მის შემადგენლობაში შედის ახლახან გამოშვებული Qualcomm Snapdragon 710 მოდელის ჩიპსეტი რომელიც პირველად გხვდება ამ სმარტფონში და ალბათ ყველას აინტერესებს როგორი შედეგები ექნება, გრაფიკაზე პასუხისმგებელია ‘’Adreno 616’’ ხოლო შესანახი და ოპერატიული მეხსიერება წარმოდგენილია 2 ვარიანტად ერთი არის 4GB ოპერატიული და 64GB შიდა,  ხოლო მეორე 6GB  ოპერატიული და  128GB შიდა მეხსიერება.
იგი აღჭურვილია 5.8 ინჩის ზომის SUPER AMOLED, HD გაფართოების ეკრანით. ასევე მას გააჩნია მთავარი ორმაგი კამერა. ერთი 12 მეგაფიქსელიანი 1.9 დიაფრაგმით, ხოლო მეორე 5 მეგაფიქსელიანი 2.0 დიაფრაგმის ზომით. წინა კამერად კი 20 მეგაფიქსელიანი პორტრეტ რეჟიმის მხარდაჭერის მქონე კამერა გვხვდება.
რაც შეეხება ბატარიას იგი აქაც წარმოდგენილია სწრაფი დამუხტვის რეჟიმით და მისი მოცულობა შეადგენს 3.120 მილიამპერს, ასევე აქაც გვხდება თითის ანაბეჭდის სენსორი ოღონდ კორპუსის უკანა მხარეს.
რაც შეეხება ამ სმარტფონების ღირებულებას სტანდარტული Mi 8-ის ფასი იწყება 421$-დან ხოლო Explorer Edition-ის 577$-დან და ბიუჯეტური Mi 8 Se-ის 281$-დან.

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close