მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

XPERIA-ს 10 წელი შეუსრულდა: Sony-სამომავლო გეგმები და ინფორმაცია საუბილეო სმარტფონი Xperia 10th-ს შესახებ

ზუსტად 10 წლის წინ შეიქმნა სმარტფონების ბრენდი XPERIA, რომელიც Sony-ს და Ericsson-ის ერთობლივი პროექტი იყო, თუმცა 2012 წელს Eiricsson-ის წილი Sony-მ გამოისყიდა და XPERIA მხოლოდ ერთი კომპანიის კუთვნილეა გახდა. პირველი სმარტფონი 2018 წელს Xperia X1 იყო Windows Mobile-ზე, ხოლო Android ოპერაციული სისტემით მოგვიანებით Xperia X10 ვიხილეთ. როგორ აღმოჩნდა, Sony-ს 10 წლის საუბილეო სმარტფონი უკვე დაურეგისტრირებია, თუმცა რადგან Sony-ს შენობიდან მკაცრი კონტროლის მიზეზით ინფორმაციის გამოტანა შეუძლებელია, შესაბამისად ანონსის დღემდე მის შესახებ თითქმის ვერაფერს გავიგებთ გარდა გარკვეული სახის ტექნიკური მახასიათებლებისა, თუმცა სმარტფონის გამოსვლა 2019 წლის პირველი ნახევრისთვის უნდა ვივარაუდოთ. ზუსტად აღნიშნული საუბილეო სმარტფონი იქნება 4K OLED ეკრანით, რომელსაც ეკრანშივე ექნება ინტეგრირებული თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი და მასში ასევე ვიხილავთ ახალ გიგანტური სენსორის მქონე ორმაგი კამერის სისტემას.

სამომავლო გეგმა

Sony ბოლო განცხადეაში გვეუბნება, რომ მიუხედავად გაყიდვების შემცირებისა სმარტფონების ბაზრიდან გასვლას არასდროს აპირებენ, რადგან მომავალი მობილიურ ტექნოლოგიებს ეუთვნის. 2020 წლამდე Sony საბიუჯეტო ხარჯებს 50 პროცენტით შეამცირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პატარა ქვეყნებიდან ბაზარს დატოვებენ და თანამშრომლების რაოდენობას შეამცირებენ. Sony-მ გადაწყვიტა, რომ ბაზარზე მოძლიერება დიდი ქვეყნებით დაიწყოს(ჩინეთი, ინდოეთი, ამერიკა, ტაივანი), ხოლო დანარჩენ ქვეყნებში 2020 წლიდან დაიწყებენ მოღვაწეობას.

2019 წლის თებერვალში Sony-ს თქმით MWC ღონისძიებაზე ახალი XPERIA-ს ტექნოლოგიები იქნება წარმოდგენილი და სმარტფონების განყოფილების ახალი გეგმაც გახდება ცნობილი. Sony-ს თქმით, ახალ სმარტფონებში წარმოდგენილი იქნება ისეთი ტექნოლოგიები, რომელიც Sony-ს სხვა ტექნოლოგიებში გვხდება და განსაკუთრების მკვეთრად წარმოჩნდება Alpha განყოფილების(იგივე კამერების განყოფილების) ტექნოლოგიები, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალ სმარტფონებში მნიშვნელოვან სიახლეებს უნდა ველოდოთ კამერასთან დაკავშირებით. სიახლე ლოგიკურიც არის, რადგან კამერების და სმარტფონების ბიზნესს 2019 წლიდან ერთი პრეზიდენტი ეყოლება.

ახალი სმარტფონის დიზაინი

მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცით საუბილეო სმარტფონის დიზაინი და ტექნიკური მახასიათებლები, მანამდე კიდევ ვიხილავთ ერთ ფლაგმანურ მოდელს, რომელიც საკმაოდ საინტერესო დიზაინით არის წარმოდგენილი. ახალ ფლაგმანს კორპუსის წინა პანელზე ქვემოთა მხარეს საერთოდ არ ექნება ჩარჩო, ხოლო ზემოთა ნაწილში კამერების და დინამის ადგილი იქნება დარჩენილი, მაგრამ არა ჭრილის დიზაინი. აღნიშნულ ვერსიაში არ გვხდება Edge ეკრანი და არც უკან იქნება რკალისებური დიზაინი(როგორც XZ3-ზე გვხდება). აღნიშნული სმარტფონის უკანა პანელის დიზაინი არ ვიცით, თუმცა გვერდზე პანელზე იქნება განთავსებული თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი. ერთი შეხედვით ახალი დიზინი Xperia X-ს მოგვაგონებს ვიწრო ჩარჩოეით, რაც საინტერესო გადაწყვეტილებაა.

გავრცელებულ მეორე მონახაზში(ანუ კიდევ ერთი სმარტფონი იქნება განსხვავებული დიზაინით) უკანა პანელი რკალისებრი დიზაინით არის წარმოდგენილი XZ3-ის მსგავსად და ასევე რკალისებრი დიზაინით აქვს გვერდზე პანელზე თითის ანაბეჭდის ბიომეტიული სკანერიც, სადაც შესაძლოა მეორე ეკრანიც ვიხილოთ თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერის ფუნქციით და შეტყობინების პანელად. უკანა პანელზე ორმაგი კამერის სისტემასაც ვხედავთ.

გავრცელებული ინფორმაციით ორი ფლაგმანური სმარტფონი 21:9 ფორმატიანი OLED ეკრანებით იქნება წარმოდგენილი, ხოლო საუბილეო 4K სმარტფონი 17:9 ფორმატიანი ეკრანით. ყველა აღნიშნული მოდელი უჩარჩოო სხვადასხვა ტიპის დიზაინით მოგვაწონეს თავს.

საშუალო და ბიუჯეტური კლასის სმარტფონები

უცნაურია, მაგრამ საშუალო კლასის სმარტფონშიც კი Sony-მ მაღალი დონის დიზაინის შექმნა ადაწყვიტა და ახალი XA3 სერია 21:9 ფორმატის ეკრანეით იქნება წარდგენილი, ორმაგი კამერის სისტემით და გვერდზე განთავებული ბიომეტრიული სკანერით.

ასევე გამოჩნდა პრემიუმ დიზაინის მქონე ბიუჯეტური სმარტფონიც, რომელსაც 18:9 ფორმატიანი ეკრანთან ერთად ორმაგი კამერის სისტემაც აქვს და გვერდზე პანელზეც განთავსებული თითის ანაბეჭდის ბიომეტრიულის სკანერიც, რაც Sony-ს მხრიდან წინ გადადგმული დიდი ნახტომია. 🙂

 

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შესაძლოა დაგაინტერესოთ!

Close
Close