კვირისმთავარიმობილური სამყაროსიახლეები

Sony-ის უნივერსალური 4K OLED სმარტფონი 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით “ორმაგი 40 მეგაპიქსელიანი კამერით”

ალბათ ყველას გგონიათ, რომ წელს Sony-მ Xperia XZ2 Premium-ით ამოწურა 2018 წლის სმარტფონის შესაძლებლობები, მიუხედავად იმისა რომ XZ2 Premium-ი ნამდვილად გამოირჩევა ტექნიკური მახასიათებლებით, განსაკუთრებით ეკრანის და კამერის ტექნოლოგიებით. თუმცა ეს ყველაფერი არ არის! ალბათ გახსოვთ, რომ წლის დასაწყისში დავიწყე საუბარი Sony-ს უნივერსალურ ფლაგმანურ სმარტფონზე, რომელსაც 4K OLED ეკრანი და ორმაგი კამერა ექნებოდა, თუმცა მთავარი ეს ორი უკანასკნელი კიარა, არამედი დიზაინის დეტალებს ეხებოდა! დიახ, ჩვენ ვიხილავთ ახალ დიზაინს და როგორც ადრე გითხარით, ახალი დიზაინის სახელი გახლავთ “MIRAI”, რაც ქართულად მომავალს ნიშნავს.

ჩვენ Xperia XZ2 სერიაში ვიხილეთ შეცვილი დიზაინი “Ambient Flow”-ს სახელით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სხვა დიზაინსაც ვერ ვიხილავთ წელს! დიზაინის სხვა ვარიანტსაც ვიხილავთ და MIRAI არ იქნება უბრალო ცლილება ფორმებში, ეს იქნება რეალური ცვლილება, რასაც სმარტფონებში კარგა ხანია ველოდებით, თუმცა დეტალები უცნობია. შეგახსენებთ, რომ Sony-მ დახურულ კარს მიღმა არაერთხელ წარადგინა სრულიად უჩარჩოო სმარტფონი, რომელშიც კამერა და ბიომეტრიული სკანერი ეკრანში დამალული იყო, თუმცა ჯერჯერობით დღემდე პროტოტიპად რჩება და დღის სინათლეზე ვერ ვიხილეთ.. ალბათ 10 წლის იუბილეს ელოდებოდნენ.

ინსაიდერისგან მიღებული ბოლო ინფორმაციის თანახმად ახალ ფლაგმანურ სმარტფონის სახელში ვერ ვიხილავთ “XZ” და “PREMIUM” სახელებს, იქნება სრულიად სხვა სახელი, ორმაგი 40 და 12 მეგაპიქსელიანი კამერა, 4K OLED ეკრანი და 8 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება.

40 მეგაპიქსელიანი კამერა ჩვენ უკვე ვიხილეთ Huawei P20 Pro-ში, თუმცა Sony-ს სმარტფონში აღნიშნული კამერა არ იქნება, მაგრამ ტექნიკური მახასიათებლებიც უცნობია.

ასევე, მინდა შეგახსენოთ, რომ Snapdragon 845-ის ჩიფსეტს არ გააჩნია 4K 18:9 ფორმატიანი ეკრანის მხარდაჭერა და მხოლოდ DCI ფორმატის 4K ეკრანის მხარდაჭერა აქვს ანუ 17:9 ფორმატიანი რეალური 4K ეკრანის. თუმცა, Sony და Qualcomm-ი ახალი ფლაგმანური სმარტფონისთვის მუშაობენ ახალ ჩიფსეტზე, შესაბამისად ახალი 4K ფლაგმანური სმარტფონი გამოვა ახალი ჩიფსეტით და გაყიდვებიც დააგვიანდება.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close