მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

ექსკლუზივი: Sony-ს ახალი საშუალო კლასის სმარტფონი Xperia XA2 Plus და ორი 4K ფლაგმანი XZ2 Premium|XZ3

გთავაზობთ ექსლუზიურ ინფორმაციას Sony-ს სამი ახალი სმარტფონის შესახებ, საიდანაც ერთი იქნება საშუალო კლასის მოდელი და ორი 4K ფლაგმანური მოდელი.

Xperia XA2 Plus

მის შემადგენლობაში იქნება 6.0 დიუმიანი 18:9 ფორმატიანი FHD+ რეზოლუციის OLED ეკრანი , Qualcomm Snapdragon 660-ის ჩიფსეტი, 6 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, 64 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერება და ორმაგი 19+12 მეგაპიქსელიანი კამერა. მისი ანონსი შედგება ივნისში

4K ფლაგმანური მოდელი

მიუხედავად იმისა, რომ გავრცელდა ჭორი Xperia XZ2 Premium-ის არ გამოსვლასთან დაკავშირებით და მის მაგივრად Xperia XZ3-ს ვიხილავდით, როგორც ჩანს ის მაინც გამოჩნდება დღის სინათლეზე, რადგან მოდელი უკვე დამზადებულია.

Xperia XZ2 Premium

მის შემადგენლბაში იქნება 5.8 დიუმიანი 16:9 ფორმატიანი 4K RGBW LCD ეკრანი, Snapdragon 845-ის ჩიფსეტი, 6 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება 128 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერება, ორმაგი კამერა, ეკრანში ინტეგრირებული თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი და Android 8.1 ოპერაციული სისტემა. მისი ანონსი შედგება ივნისში

Xperia XZ3

აღნიშნული მოდელი იქნება წლის მთავარი ფლაგმანი, რომელსაც სექტემბრის პირველ კვირას ვიხილავთ IFA-ს ღონისძიებაზე. მის შემადგენლბაში იქნება 6.1 დიუმიანი 18:9 ფორმატიანი 4K+ RGBW OLED ეკრანი, Snapdragon 845-ის ჩიფსეტი, 8 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება 128 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერება, ორმაგი კამერა, ეკრანში ინტეგრირებული თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი და Android P ოპერაციული სისტემა.

ინსაიდერის ინფორმაციის თანახმად XZ3|XZ2 Premium-ის კამერის მახასიათებლები შემდეგნაირია:

Sony-ს ახალ 4K ფლაგმანური სმარტფნის კამერას “NightVision” ერქმევა, რომელსაც Fusion კამერის პროცესორთან ერთად სუპერ მაღალი ISO მგრძნობელობა ექნება. MWC ღონისძიებაზე Sony-მ ახალი ორმაგი კამერის სისტემა წარმოგვიდგინა, სადაც მაქსიმალური ISO მგრძნობელობა 51200 იყო. Sony-მ Huawe-ს ახალი 40 მეგაპიქსელიანი კამერა IMX600 დაუმზადა, რომელსაც ISO მგრძნობელობა 102400 აქვს, რაც ორჯერ მაღალია Sony-ს მიერ ნაჩვენების, თუმცა რა თქმა უნდა მოცემული კამერები სატესტო იყო და აღნიშნულ ტექნოლოგიას Sony თავის სმარტფონშიც გამოიყენებს. გარდა ამისა, Sony-ს დამზადებული აქვს 1 დიუმის ზომის Full Frame სენსორი სმარტფონის კამერისთვის, რაც ნამდვილად რევოლუციური სიახლეა, თუმცა სავარაუდოთ წელს აღნიშნულ კამერას ვერ ვიხილავთ სმარტფონში, რადგან ინსაიდერმა შემდეგი ინფორმაცია მოგვაწოდა.

კამერას ექნება Quad Pixel ავტოფოკუსი, რაც ნამდვილად დიდი სიახლეა, რადგან ახლანდელ ფლაგმანურ სმარტფონებში გვხდება Dual Pixel ავტოფოკუსი, რომელიც პირველად Samsung-მა გამოიყენა ორი წლის წინ, თუმცა Quad Pixel ავტოფოკუსის ტექნოლოგია პირველად Xperia XZ2 Premium-ს ექნება მთელი კამერების ინდუსტრიაში. ? გარდა ამისა, ინსაიდერი 1/1.7 დიუმის ზომის 40 მეგაპიქსელიან სენსორზეც საუბრობს, რომელსაც Quad-ADC, Quad-Gain და Multi ISO ტექნოლოგიები ექნება. მეორე კამერა კი დიდი ზომის სენსორით, ძალიან დიდი პიქსელების ზომით და დაბალი რეზოლუციით იქნება, რომელიც სმარტფონს დაეხმარება ღამით გადაღების დროს გადაღებისას, პორტრეტის რეჟიმით გადაღებისას და 3D გამოსახულების მოდელირებაში. აღნიშნული მეორე კამერა ToF სენსორის მქონე გახლავთ(2.2 მეგაპიქსელიანი 2.24 მიკრონის ზომის პიქსელებით), რომელიც გამოსახულებას კამერაში “ამუშავებს სინათლის” სიჩქარის სისწრაფით და მაქსიმალურად იღებს სინათლეს გამოსახულებიდან(დეტალური მუშაობის პრინციპი ჩემთვისაც უცნობია, თუმცა ღონისძიების დროს აუცილებლად გაგაცნობთ).

 

 

თეგები

ნოდარ სიხარულიძე

ჩემთვის მნიშვნელოვანია მკითხველს მივაწოდო ობიექტური ინფორმაცია და შევთავაზო საუკეთესო კონტენტი. ვცდილობ მაქსიმალურად სწრაფად და ხარისხიანად მოგაწოდოთ ინფორმაციები ტექნოლოგიური სამყაროდან და ამ მოტივაციის ყველაზე დიდი მიზეზი ისევ მკითხველის დიდი ინტერესია!

დაკავშირებული სტატიები

2 thoughts on “ექსკლუზივი: Sony-ს ახალი საშუალო კლასის სმარტფონი Xperia XA2 Plus და ორი 4K ფლაგმანი XZ2 Premium|XZ3”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close