მთავარიმობილური სამყაროსიახლეები

ZTE-ს ინოვაციური ორეკრანიანი სმარტფონი Nubia X ხემისაწვდომ ფასად

ZTE-მ ოფიციალურად წარმოგვიდგინა ახალი ფლაგმანური სმარტფონი Nubia X, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას. მის შემადგენლობაში წინა პანელზე გვხდება 6.26 დიუმიანი 19:9 ფორმატიანი LCD ეკრანი კორპუსთან 93.6 პროცენტიანი თანაფარდობით, ხოლო უკანა პანელზე 5.1 დიუმიანი 19:9 ფორმატიანი OLED ეკრანი, რომელზეც შეგიძლიათ სხვადასხვა ანიმაციები გაუშვათ, როცა წინა ეკრანს გამოიყენებთ. უკანა ეკრანის გამოყენება ჩვეულებრივ სმარტფონადაც შეგიძლიათ, მათ შორის ვიდეო ზარებისთვისაც, რადგან წინა პანელზე კამერას ვერ შეხვდებით.

Nubia X-ის შემადგენლობაში ასევე შედის Snapdragon 845-ის ჩიფსეტი, 6/8 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, 64/128/256 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერება, ორივე გვერდზე პანელზე წარმოდგენილი თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი, ორმაგი 16+24 მეგაპიქსელიანი კამერა, 3800 მილიამპერიანი ბატარეა და Android 8.1 ოპერაციული სისტემა. სმარტფონის საწყისი ფასი სულ რაღაც 473 ამერიკული დოლარი გახლავთ.

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close